• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – “ლელო” და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი!

ალია ავტორი - ალია
16:14 11-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“ის, რაც შეძლო „ლელომ“ ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო”- ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განცხადა. 

მისი თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად უმოკლეს დროში შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ძალა იხმარა იმისთვის, რომ მათთვის ყველაზე ძლიერ ძალა, “ლელო” არ გაემარჯვა. 

“დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა „ლელოს“ არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე სწორედ „ლელო“ იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს „ლელოსი“ ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ “ლელო” ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ არ ვმარცხდებით! “ლელოს” და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის,”-განაცხადა ხაზარაძემ. 
 
მისივე განმარტებით, ლელოელებმა, საქართველოს ათასობით გულანთებულმა მოქალაქემ, შევქმენით უკონკურენტო გუნდი, დაკომპლექტებული ახალი თაობის პოლიტიკოსებით, რომლებმაც საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეს წარმატებას თავიანთ პროფესიებში. 

“იმ პროფესიონალებმა, რომლითაც დაკომპლექტებულია ჩვენი გუნდი და რომლებმაც თავიანთი ცოდნა და ენერგია, სამშობლოს სამსახურისკენ მიმართეს არის უპრეცედენტო. ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა. ერთ წელიწადში “ლელომ” თქვენთან ერთად შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა, სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს “ლელოს” მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს, “ლელო” არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში – “ლელო” თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით,”-აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ –  ლელოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შექმნეს „მარშალის გეგმა – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა“ – ქვეყნის შეუქცევადი განვითარების გზამკვლევი. ახალმა „მარშალის გეგმამ“ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა. ჩვენ – “ლელო” ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენს, ჩემს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. “ლელო” და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved