• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე:”ივანიშვილმა წააგო !”

ალია ავტორი - ალია
11:40 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა „წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ვერ შეგვაჩერა“.

„უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო „ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა – სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა. ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ გრძელდება უკვე 3 წლის განმავლობაში არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის – ეს არის სიღატაკე, გაჭირვება და ემიგრაცია. დროა, რომ თითოეული ჩვენგანი გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი არ გავალთ ფონს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმები და გამოსავალი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა.

გუშინწინ ჩამოვედი, 3 დღით ვიყავი წასული დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა ქვიშა და არ ჰქონდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ღმერთის წყალობით, ჩვენ წყალიც გვაქვს, ქვიშაც, ყველანაირი მიწა და ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ ასეთი სისტემაა ამ ქვეყანაში, ასეთი სასამართლო, პროკურატურა და უსამართლობა არის ამ ქვეყანაში. ბრძოლა გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა მორალურად წააგო. დანარჩენ შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved