• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – არავისთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ადამიანებს ხმის უფლება წაართვეს

ალია ავტორი - ალია
16:04 11-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

რუსთაველზე ოპოზიციის მასშტაბურ აქციას “ლელო” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა და აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

“ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ აქციაზე განაცხადა, რომ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, არ შეიცვლება ცესკო და ხელისუფლება არ აღიარებს, მოტყუებით წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება მმართველ გუნდთან პარლამენტში შესვლაზე არ იქნება.

“ლელო” დამფუძნებლის თქმით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სიყალბე, და ხმების ქურდობა. სწორედ ამის შემდეგ მიეცემა საქართველოს საშუალება აღმშენებლობა დაიწყოს.

„პროტესტი არის სამართლიანი. ამ ქვეყანაში არჩევნები გააყალბეს, მომავლის პერსპექტივა წაართვეს ჩვენ ქვეყანას. ყველაფერი ეს ემსახურება ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს სიყალბე, ტყუილი, ხმების ქურდობა და ამ ქვეყანას მიეცეს საშუალება, რომ დაიწყოს აღმშენებლობა. სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, სანამ არ შეიცვლება ცესკო, სანამ ეს ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ძალიან ცუდად, მოტყუებით, მუხანათურად წაართვეს ადამიანებს ხმის უფლება, არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ეს დამთავრებული ამბავია! ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ოპოზიციის თემაზე, ვლაპარაკობთ რიგითი ამომრჩევლის უფლებების დაცვაზე. დემოკრატიის წესებზე ვსაუბრობთ აქ და არაფერ შუაშია ოპოზიციასთან მოლაპარაკება – არმოლაპარაკება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved