31 ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის – ხმა მოპარეს ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ უთხრა დაუფარავად, ცინიკურად – წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, სხვაგან იმუშავეთო. 31 ოქტომბრის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის – ხმა მოპარეს ქართველ ხალხს, ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული თითოეული ჩვენგანისთვის. ამას არავინ დათმობს, პირდაპირ გეუბნებით, ამას არავინ დათმობს. აქ რამ მოგიყვანათ, პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისთვის ბრძოლამ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარები