• რეკლამა
  • კონტაქტი
04:46, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამინაცვალი 11 წლის გერზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა – საზარელი შემთხვევა თბილისში

ალია ავტორი - ალია
12:40 12-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ანონიმური ზარის ავტორმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვნის მიმართ სისტემატიურად ძალადობდნენ.

30 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა “კურიერისთვის” ცნობილი გახდა, რომ მას დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამძიმების საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა. აღმოჩნდა, რომ 11 წლის გოგონას მიმართ საკუთარი მამინაცვალი სექსუალურადაც ძალადობდა. მოზარდი გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა. დაზარალებულმა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა.

სახლი, სადაც 11 წლის ბავშვზე ძალადობდნენ, ახლა დაკეტილია. ადგილობრივები “კურიერთან” ყვებიან, რომ სახლიდან ხშირად ისმოდა ბავშვის ტირილის და უფროსების ჩხუბის ხმა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა პოლიციაში ანონიმური შეტყობინების მიზეზიც.

გამოკითხვებით დგინდება, რომ მამინაცვლის გარდა, არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობდა დედაც. მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და შვილთან კომუნიკაცია აუკრძალა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ახლა თავშესაფარშია, შემზარავ დანაშაულში მხილებული მამინაცვალი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას ბრალის დადგენილება დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში გააცნეს. დაზარალებულის ჩვენების და ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ის დანაშაულს არ აღიარებს.

არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა, სასამართლოში სავარაუდოდ მომავალ თვეს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved