Covid-19 -ის დიაგნოზით 30 ნოემბერს, საღამოს, 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადება შაქარიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. ინიფიცრებული გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა…
რა გახდა ახლაგაზრდის გადრაცვალების მიზეზი? და ჰქონდა თუ არა ადგილი პროფესულ გულგრილობასა და შეცდომებს ექიმების მხრიდან? – Ambebi.ge-თან გარდაცვლილის მამა რატი თორდია საუბრობს:
– დაავადება მთელი 5 დღის განმავლობაში სრულიად უპრობლემოდ მიმდინარეობდა. ჩვენ მთელი ოჯახი ინფიცირებულები ვიყავით, მაგრამ ვინაიდან თეკლას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მასზე ვიყავით მთლიანად გადართულები. სულ იზომავდა შაქარს, დღეში რამდენჯერმე. ხანდახან კი აუწევდა, მაგრამ შემდეგ ისევ ნორმაში ბრუნდებოდა და საერთო ჯამში, მდგომარეობა იყო მსუბუქი. მეექვსე დღეს დაეწყო ხველა, მოემატა ტემპერატურა, შაქრის მაჩვენებელსაც ვერ ვარეგულირებდით. დავურეკეთ ოჯახის ექიმს და მოვითხოვეთ კლინიკაში გადაყვანა. ჯერ არც გვიპასუხა წესიერად, არ მცალია ახლაო და შემდეგ სერთოდ არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. შემდეგ სხვა ოჯახის ექიმი ჩავრთეთ საქმეში და მან გვითხრა, რომ არცერთ კლინიკაში ადგილი არ იყო და ერთადერთი რაც შეეძლოთ, კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა იყო.
კოვიდ-სასტუმროშო გახლავთ იგივე სიტუაცია, რაც არის სახლშია. არანაირი განსხვავებული პირობები არ არის შექმნილი პაციენტის განკურნებისთვის. ექიმი კი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და საჭირო მედიკამენტები. პირველ დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მოვიდნენ მიაწოდეს ჟანგბადი, მედიკამენტები, ვითარება დასტაბილურდა და წავიდნენ. ვთხოვეთ, კლინიკაში გადაეყვანათ, თან მკურნალი ექიმიც ამბობდა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზირება, მაგრამ არ არის ადგილებიო და წავიდნენ.
რომ ვხედავდით მძიმდებოდა სიტუაცია, კოვიდ-სატუმროს ექიმს ვთხოვეთ, “რემდესივირი” ჩაერთოთ მკურნალობაში. არ გვაქვსო არ უთქვმთ, მაგრამ აგვიხსნეს, რომ უკუჩვენებები ახასიათებს და ვერ გარისკავდნენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხომ ყოფილა ეს რემდისივირის ეფექტური. თუ ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ გადაისხა და გამოჯანმრთელდა. ხომ შეიძლებოდა ჩემი შვილისთვის მიეცათ და იქნებ ისიც გამოჯანმრთლებულიყო?! სამაგიეროდ, მკურნალობაში ჩართეს დექსამეტაზონი, რომელიც როგორც ცნობილია, შაქარს მაღლა წევს და არ არის რეკომენდირებული.
კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან მეორე დღეს მძიმედ იყო უკვე, წაიყვანეს ანალიზებზე, სპეციალური “მარშუტკები” ჰყავთ ამისთვის. რომ აუღეს ანალიზები და უკან ბრუნდებოდნენ, საცობში გაჭედილან. ბავშვი ისედაც ძლივს სუნთქავდა, ჟანგბადის აპარატი იქ არ ჰქონდათ და კიდევ საცობში იდგა იმდენი ხანი. “მარშუტკიდან” მწერდა, მამიკო ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის და არ ვიცი როგორ ჩამოვალ ან ჩამოვალ კი საერთოდ ამ “მარშუტკიდანო”. ესენი მე მომკლავენ, როგორც ვატყობ, უკეთესობას ვერ ვხედავ და არაფერს არ მიკეთებენ ისეთსო. ძალიან ეშინობა მისი დაავადების, დიაბეტის და კორონავირუსი რაც დაემართა, მას მერე სულ შიში იყო, რამე არ მომივიდესო.
ვიხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას და არავინ ჩანდა, თან ბავშვი სულ უფრო მძიმდებოდა, საუბარს შეესწრო “გერმანული ჰოსპიტალის“ ექიმი , ძალიან შეწუხდა და მან უზრუნველყო ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. მანამდე გვეუბნეოდნენ, ნაცნობი არავინ გყავთო? შევარდნაძის დრო გამახსენდა… საბოლოოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაგვიანებული იყო. უეცრად დამძიმდა და აპარატზე შეაერთეს. თავიდანვე შეგვამზადეს, გვითხრეს მდგომარეობა მძიმეა, ორი საათი ვუკეთებდით ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ შედეგი არაფერიაო.
წყარი – ამბები.ჯი
კომენტარები