ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე აცხადებს, რომ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეა.
ლუის დე ლა ფუენტე აღნიშნავს, რომ მისთვის მისი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან.
„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ბუნებრივია, რომ მისი თანაგუნდელი სხვებზე უკეთესად მიაჩნია. მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, თუმცა მეტოქეებსაც პატივს ვცემ“, – აღნიშნა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა.
კომენტარები