• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამაოს “პაიკებს” მატლები ასევია – რას აჭმევენ ჭიათურის მაღაროში მუშებს? – მძიმე კადრები “ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროებიდან (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
13:01 11-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

ჭიათურის მაღაროებში მომუშავე მაღაროელებს მატლებიან, უვარგის საკვებს აჭმევენ. კვების საკითხს შუქრუთის მაღაროში ადგილობრივი სასულიერო პირის კომპანია აგვარებს. „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული ახალგაზრდები, რომლებმაც ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს და პროტესტი გამოთქვეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გათავისუფლებულმა ნოდარ ტეფნაძემ და თორნიკე ნოზაძემ საკუთარი უფლელების დაცვისათვის შესაბამის უწყებებს, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველს უკვე მიმართეს.

„აქ საშინელი მდგომარეობაა. მაღაროში დასაქმებულ მუშებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. ე.წ. „პაიკა“, ანუ საკვები, რომელსაც მაღაროელებს ურიგებენ და ამაში მათ თანხები ხელფასიდან ექვითებათ, ისეთი საშინელებაა, რომ ადამიანისთვის მისი მიღება საშიშია.

შემთხვევა, რის გამოც ჩვენ სამსახურიდან გაგვათავისუფლეს, დაახლოებით 4 დღის წინ მოხდა.

სამსახურში ე.წ „საკვების პაიკები“ დაგვირიგდა. მე და ჩემმა ცვლის უფროსმა, თორნიკე ნოზაძემ, ჩვენს საკვებში აღმოვაჩინეთ მატლები და „პაიკის“ შეცვლა მოვითხოვეთ, რასაც კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელისგან, მალხაზ ბიწაძისგან აგრესია მოჰყვა, რომ თითქოს, ჩვენ სამუშაო პროცესს ვაჩერებდით და ვცდილობდით პროვოკაციის მოწყობას. 

ბიწაძემ ჩემგან და ჩემი ცვლის უფროსისგან მოითხოვა ჩვენი პრობლემების შესახებ წერილობით გვეცნობებინა და ასეც მოვიქეცით. დავწერეთ განცხადებები და მოვითხოვეთ, რომ მოხდეს სველი წერტილების დასუფთავება და შემოწმდეს საკვების უსაფრთხოება, რადგან არ არის დაცული ელემენტარული სანიტარული ნორმები და სააბაზანოები, სადაც მაღაროს მუშები ვბანაობთ, არ სუფთავდება ელემენტარული ანტიბაქტერიული საშუალებებით. არის საშინელი სიბინძურე, დაჟანგებულია მილები, ჩამონგრეულია კედლები. ამ ვითარების გამო, პირადად მე რამდენიმე კვირის წინ ექიმმა დერმატოლოგიური დაავადება დამიდგინა“, – ამბობს ნოდარ ტეფნაძე „2020NEWS“-თან საუბარისას.

მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს პოლიტიკური ნიშნითაც დევნის.

„გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამუშაო სივრცე, ე.წ. „ბუნკერი“ პროფკავშირებმა დახურა, ჩამონგრეულია და იქ მუშაობა არ შეიძლება, რადგან შეიძლება ვინმე დაიღუპოს.

რადგან ჩვენ შრომის უსაფრთხოების დაცვა მოვითხოვეთ და შედეგად, ეს „ბუნკერი“ დაიხურა, კომპანიის ადმინისტრაცია ჩვენ პროვოკაციების მოწყობაში გვადანაშაულებს. გარდა ამისა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამოც მოხდა.

გარდა იმისა, რომ მე გაუსაძლის პირობებზე და შექმნილ ვითარებაზე გავიღე ხმა, მგონია, რომ ჩემი გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ისიც არის, მე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი ვარ და აქტიურად ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“, –  განაცხადა ნოდარ ტეფნაძემ.

ნოდარ ტეფნაძემ და თორნიკე ნოზაძემ უკვე მიმართეს მაღაროელთა პროფესიულ კავშირსა და არასამთავრობო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისათვის. ისინი დახმარებას სახალხო დამცველისგანაც ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ შუქრუთის მაღაროში 450 ადამიანია დასაქმებული.

„2020NEWS“-თან საუბარისას მალხაზ ბიწაძე თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზად მათი მხრიდან სამუშაო საათებში „ყომარბაზობას“ ასახელებს.

„ნოდარ ტეფნაძისა და თორნიკე ნოზაძის გათავისუფლება დაკავშირებული არ არის უვარგის საკვებთან. მათი გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ სამსახურში ბურას თამაშობდნენ“, – განუცხადა „2020NEWS“-ს ბიწაძემ.

სხვათაშორის, უვარგისი საკვების შესახებ მაღაროელები მუდმივად საუბრობენ.   ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც მაღაროელებმა საპროტესტო შიმშილობა გამოაცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სწორედ უვარგისი საკვების მიწოდების შეწყვეტა იყო, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.

მაშინ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იმ კომპანიას, რომელიც მაღაროელების საკვები პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფდა, კონტრაქტი გაუწყვიტა და მაღაროს მუშების გამოკვება ჭიათურაში მოქმედი სასულიერო პირის, მამა გაბრიელის კომპანიას გადააბარა. მამაოს „პაიკებს“ კი მატლები ასევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბურას“ თამაშის მიზეზით „ჯორჯიან მანგანეზიდან“ გათავისუფლებული მაღაროელების მსგავსად, უვარგისი საკვების შესახებ მაღაროში დასაქმებული სხვა მაღაროელებიც აქტიურად საუბრობენ.

„2020NEWS“-მა მამა გაბრიელის ე.წ. „პაიკების“ ფოტოებიც მოიპოვა და მაღაროს მუშებმაც რომ არ ისაუბრონ მათზე, აღნიშნული „პაიკები“ თავად საუბრობენ, როგორი დაბალკალორიული, უვარგისი პროდუქტით კვებავენ ადამიანებს, რომლებიც ასეულობით ტონა მარგანეცს მოიპოვებენ და მილიარდობით ლარის შემოსავლით ავსებენ საქართველოს ბიუჯეტსა და მათდა უნებურად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობელ-ნათესავების მსუყე ყულაბებს.

შუქრუთის მაღაროში არსებული სიტუაციის ვიდეოკადრები იხილეთ ლინკზე : https://www.facebook.com/cara.pappa.71/videos/208846737309849

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved