• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამამ მიატოვა მკურნალობის კურსი და ჩამოვიდა.. ყველაფრისთვის მზად არის – ვატო წერეთელი

ალია ავტორი - ალია
20:31 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, არ გამორიცხავს, რომ ხვალინდელ პროცესზე შესაძლოა, მისი მამა, ავთანდილ წერეთელი და სხვა ბრალდებულებიც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, დააკავონ.

ვატო წერეთლის ინფორმაციით, ყველა, გარდა ,,ქართული ოცნებისა”, ერთბაშად თანხმდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მისივე თქმით, თუ მოხდა უსამართლობა და ბრალდებულების მიმართ სასამართლო გამამტყუვნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს იქნება ხელისუფლების შურისძიება.

გუშინ დავბრუნდი მამასთან ერთად საქართველოში. იმის გამო, რომ ხვალ გაიმართება მისი სასამართლო, მან მიატოვა მკურნალობის კურსი და ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ხვალ პროცესს დაესწრება.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა და ამის მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას” სჯერა. ბევრი განცხადება გვინახავს ევროპარლამენტარების, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კანადელი ექსპერტი დაიქირავა, დადო განცხადებაც, მოკლედ, სხვა ყველას არავის სჯერა, ,,ოცნების” გარდა.

რაა ჩემი მოლოდინი? ეს არის პირადად ,,ქართული ოცნების” შურისძიება ჩემს მიმართ, მე მერჩივნა, მე ვყოფილიყავი სასამართლო პროცესზე, რადაგნ როცა ხედავ შენი ოჯახის წევრს იქ, რომელიც დაავადებულია, იმდენი აკეთეს, რომ ავთო წერეთელი ერთხელ გულის შეტევით გადავიყვანე საავადმყოფოში, ძლივს გადავარჩინე, ახლა მკურნალობა უწევს და კურსი მივატოვეთ სასამართლოს გამო.

მამა მზად არის ყველაფრისთვის და იცის, რომ პოლიტდევნილია. მინდა, ვუთხრა ,,ოცნებას” რომ ეს სამი წელი თქვენ არაადამიანობა ჩაიდინეთ ჩემი ოჯახისა და ჩემს მიმართ, მაგრამ მზად ვართ. სახლში ამის შესახებ ვისაუბრეთ და მამა მზადაა, თუ ,,ოცნება” ამ ნაბიჯს გადადგამს, პასუხი იქნება ის, რომ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიქნებიუ მათი მტერი. ყველა სამართლებრივ გზას გაგვივლით. ეს იქნება სტრასბურგი, თუ სხვა.

ჩემი გადმოსახედიდან იმდენად აბსურდული საქმეა, რომ ,,ქართულ ოცნებას” გაუჭირდება მამაჩემის, თუნდაც ბადრის, ან მამუკას, დაჭერა, მაგრამ მათ ტვინში რა იხარშება, მაგის გათვლა ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია, რადგან ეს არაადეკვატური ხელისუფლებაა. – აცხადებს ვატო წერეთელი.

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა განახლდება. ბრალდებულები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ხვალ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოცხადდეს და ისინი დააკავონ. 

ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved