• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამა შვილთან შემხებლობაში არაა – 8 პირის საქმის მოწმის მამა მაღალჩინოსანია, თუმცა, მოსამართლე თვლის, რომ ეს მის ობიექტურობაზე ვერ იმოქმედებს

ალია ავტორი - ალია
15:46 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

სინდისის 8 პატიმრის საქმეში, მოწმე პოლიციელი, ლევან ბასილაძე, რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა,  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ოცნების“ წევრის, გია ბასილაძის შვილია. ამის შესახებ განცხადება დღეს საქალაქო სასმართლოში მიმდინარე პროცესზე დაისვა.

„ბატონო ლევან, მამათქვენი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა?“, – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა.

აღნიშნული შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა-“საქმეს ეხება?“

ადვოკატის შეფასებით, ის, რომ მოწმის მამა არის „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ცალსახად მიუთითებს მოწმის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე.

ის, რომ მოწმის მამა არის „ოცნების“ არა მხოლოდ წევრი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მიუთითებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე და მას, როგორც მოწმეს, აქვს მკაცრი ვალდებულება, იყოს როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, როგორც პოლიციელი.

გარდა იმისა, რომ მის მიერ არაერთხელ გამოვლენილი ცინიზმი ბრალდებულების მიმართ, მის მიერ ცუდად შეფარული სურვილი, რომ ჰქონდა მცდელობები, კითხვებს პასუხი არ გასცეს, ან არასრულად გასცეს, ჩემთვის ძალიან ნათელია; ამიტომ ამაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დადგინდეს, ეს მოწმე არის მიკერძოებული თუ შეგვიძლია, მას შევხედოთ, როგორც ნეიტრალურ მოწმეს… ვფიქრობ, მოწმის ობიექტურობის შესაფასებლად ეს მნიშვნელოვანი კითხვაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეკითხვა განარიდა და თქვა: მისი ოჯახი ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, საქმისთვის შემხებლობა არ აქვს, შეკითხვა არის განრიდებული.

მოწმეს ადვოკატის შეკითხვისთვის არ უპასუხია.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებს.

2020 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. წარსულში ის სატრანსპორტო და წყალმომარაგების კომპანიებში მუშაობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved