• რეკლამა
  • კონტაქტი
04:57, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამა პეტრე: “ერთმა მღვდელმა თქვა, ცოლი მეუბნება ზეთი მაინც მოიტანე ტაძრიდანო და არ სჯერა, რომ პანაშვიდზე ზეთი იშვიათად მოაქვთ, ისე გაძვირდაო!.. და ამაზე გავჩუმდეთ?! და ეს ჩავყლაპოთ?! ვყლაპავდი, მაგრამ გამეჩხირა!..”

ალია ავტორი - ალია
13:15 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„ერთმა სასულიერო პირმა მომწერა ,,ზოგს სხვისი ხელით უნდა ეკლის გლეჯა”…

მართლა რა გულსატკენია, თუ სულს დაფავ და სკოლაში შვილებს ვერ უშვებ, სადილს ვერ ახვედრებ, შიშველი გყავს სახლში გამომწყვდეული და ამის გამო გული გეგლიჯება, მარტო პირადში არ მომწერო, დადექი და ისაუბრე… ისაუბრე ყველა იმ მძიმე ფონზე, რაც ასე ძალიან განადგურებს და ბოლოს გიღებს… თუ არ ისაუბრე, მოგდგებიან და გეტყვიან, რატომ არ მითხარი, რატომ არ მოხვედი და ჩაგვაყენე საქმის კურსში, დაგვესიზმრებოდაო?! მერწმუნეთ, ასე გეტყვიან!… სხვა საკითხია, თქმით რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ გულში ხინჯად არ გექნება, მეტავ მეთქვაო!..

რაც უფრო დიდხანს ითმენ, შედეგს უარესს დადებ, ბოლოს ისე გასკდება ვითომ ეს დუმილი, რომ სამყაროს შეაზანზარებს…

კიდევ  ვიტყვი, პანდემიამ სულ უფრო დაამძიმა სასულიერო პირის ცხოვრება, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ბოლო ორი წელი მღვდლის ოჯახისთვის… მოგეჩვენებათ, მრავალშვილიანები უმეტესად სასულიერო პირები არიან და მათი ფონი წარმოიდგინეთ როგორი იქნება, როცა ცარიელ მამას ხელებჩამოყრილს დაინახავენ სახლში მისულს…

ერთმა მღვდელმა შემომჩივლა, სახლში მისვლა მეზარება, ბავშვები მშივრები არიანო!..

ყველაფერთან ერთად საწვავი ისე გაძვირდა, ალბათ წირვამდე ვეღარ მივალთ, მრევლს ვინ ჩივის, ლამისაა მღვდლები ვერ მივიდნენ ტაძრამდე…

სასულიერო პირს შეცდომა რომ მოუვიდეს, ზემდგომები ჩაქოლავენ, მაგრამ არ იკითხავენ, რამ ჩააგდო ამ დღეში, რა მოხდა და რაში შეიძლება მოინახოს გამოსავალი…

არავითარი ადამიანური მოპყრობა… მშიერთან ერთად უმადურობითაც კვდები…

ძალიანაც რომ მოინდომო, ამ უმსგავსობასთან შეგუება არაფრით გამოდის…

უამრავი ფაქტი მახსენდება, მაგრამ კიდევ ერთი იყო ძალიან მძიმე…  ერთმა მღვდელმა თქვა, ცოლი მეუბნება ზეთი მაინც მოიტანე ტაძრიდანო და არ სჯერა, რომ პანაშიდზე ზეთი იშვიათად მოაქვთ, ისე გაძვირდაო!..

აი, ეს არის ჩვენი რეალობა, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა… ეს არის ტრაგედია უგმიროდ!..

და ამაზე გავჩუმდეთ?! და ეს ჩავყლაპოთ?! ვყლაპავდი, მაგრამ გამეჩხირა!.. ვერ გადავყლაპე!..“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved