• რეკლამა
  • კონტაქტი
04:52, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამა გიორგი ჯარის მღვდელია და გათავისუფლებით ემუქრებიან! – ნუ მოიჭრით თავს ბოლომდე”

ალია ავტორი - ალია
22:20 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
455

მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კაპელან დეკანოზ მამა გიორგი წეროძის მიმართ ზეწოლა ხორციელდება, რადგან მან მრევლს რამდენიმე დღის წინ ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავება სთხოვა.

დიდი ზეწოლაა და კაპელანობიდან (ე.ი. ჯარის მღვდელი, რომელსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის, ესაა საქართველოს სამღვდელოებაში ერთადერთი კატეგორია მღვდლების, რომლებსაც ხელფასი აქვთ) გათავისუფლებით ემუქრებიან – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

„როგორც მატყობინებენ, კაპელან დეკანოზ მამა გიორგი წეროძეზე მისი ამ დღეებში გაკეთებული ცნობილი განცხადების გამო დიდი ზეწოლაა და კაპელანობიდან (ე.ი. ჯარის მღვდელი, რომელსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის, ესაა საქართველოს სამღვდელოებაში ერთადერთი კატეგორია მღვდლების, რომლებსაც ხელფასი აქვთ) გათავისუფლებით ემუქრებიან. სირცხვილია, თუ ეს მართლაც ასეა და პიროვნების სიტყვის თავისუფლება დევნის ქვეშაა ეკლესიაში. სოლიდარობას ვუცხადებ მამა გიორგის და მოვითხოვ შეწყდეს მასზე ზეწოლა. ასევე მინდა გავაფრთხილო ვისაც ეს ეხება, ნუ მოიჭრით თავს კიდევ ერთხელ…„ – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

მღვდელმა გიორგი წეროძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსი.

„გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ მამა გიორგიმ.

მოგვიანებით კი განმარტა, რომ „ამის დაწერის მიზეზი იყო და არის განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოწოდება ამ მძიმე მდგომარეობაში და არა ზიარების საიდუმლოში ჩემ მიერ ეჭვის შეტანა. მინდა განვმარტო, რომ არ ვეწინააღმდეგები სინოდის გადაწყვეტილებას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved