• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამა დეკრეტში – გრაფიკული დიზაინერი „თეგეტა ჰოლდინგიდან“

ალია ავტორი - ალია
18:18 06-30-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

ბოლო წლებია, თანამედროვე საზოგადოება თანხმდება, რომ ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის როლი თანაბარია. დღეს შვილთან ერთად სკოლის ჩანთით მიმავალ მამას თუ დაინახავთ, ან კაცს, რომელმაც შვილი პედიატრთან მარტომ მიიყვანა და სიმპტომებიც ზუსტად იცის, ალბათ სულაც არ გაგიკვირდებათ. თუმცა ამის მიუხედავად, დეკრეტული შვებულება ჯერჯერობით უმეტესად მაინც დედების „პრეროგატივად“ რჩება. და კანონმდებლობის ცვლილების მიუხედავად, ამ შესაძლებლობით ძალიან ცოტა მამაკაცი სარგებლობს.

33 წლის გიგა ლურსმანაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრაფიკული დიზაინერი და ორი შვილის, თომას და ეშლის, მამაა. უფროსი შვილი სამი წლის ჰყავს, თუმცა დეკრეტული შვებულებით სარგებლობა პირველად სწორედ ახლა, ეშლის დაბადებისას გადაწყვიტა.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნიკალური გავაკეთე ან განსაკუთრებული მამა ვარ. ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ითვლება, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის ან ის ამას ვერ შეძლებს. რეალურად საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა: შვილზე ზრუნვა ისევეა მამის პასუხისმგებლობა, როგორც დედის და ამ შემთხვევაში  არ ვგულისხმობ  ფინანსურ უზრუნველყოფას. 

ჩემთვის მამობა, შვილების სიყვარულისა და საუკეთესო ემოციების გარდა, საკუთარი თავის მეტად შეცნობასაც ნიშნავს. აღზრდა კი ორმხრივი პროცესია, ჩემი შვილებისგან ვსწავლობ, როგორ გავხდე უკეთესი, რათა სწორი მაგალითი მივცე მათ“, – ამბობს გიგა.

საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ბავშვებზე მთავარი მზრუნველი და პასუხისმგებელი  დედაა. როლების თანაბრად გადანაწილებაც განსხვავებულად ესმით და ფიქრობენ, რომ ახალშობილის მოვლას ისეთი უნარები სჭირდება, როგორიც მხოლოდ ქალებს აქვთ. ამას ემატება კიდევ ერთი, სამსახურთან დაკავშირებული არგუმენტი.

,,თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც თავისი მიდგომებით თუ სხვადასხვა პროექტით, სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლას ცდილობს, მაქსიმალურად უწყობს ხელს მამაკაც თანამშრომლებს  ჩაერთონ ბავშვზე ზრუნვის პროცესში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მამების ინიციატივას, ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით, მხოლოდ მივესალმებით. ეს გვაძლევს მეტ სტიმულს, გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას. „თეგეტა“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელი, მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების ამ გადაწყვეტილებას.

გვეამაყება, რომ ჩვენს გუნდში ბევრი მამაა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის პროცესში და საკუთარი ყოველდღიურობით მამობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობენ“.

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს, ჰოლდინგის მასშტაბით,  გენდერული თანასწორობის ღირებულებების გავრცელებაზე, რაც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში ამ კუთხით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. „თეგეტა“ პირველია ბიზნესსექტორში, რომელმაც დანერგა შეხვედრების ციკლი – „მამაკაცური საუბრები“. პროექტს კომპანია უკვე ერთი წელია, „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“  ერთად, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ახორციელებს.

—

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved