• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მამა, აჰა, დამშვიდდი” – გივი თარგამაძის წერილი საპატიმროდან

ალია ავტორი - ალია
19:31 07-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
338

გივი თარგამაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:

,,დასრულდა ჩემი პატიმრობის პირველი, რობინზონ კრუზოსეული პერიოდი. საათი ჯერ ვერა, მაგრამ ტელევიზორმა დამაბრუნა დროში. განსაკუთრებით მომწონს ის გადაცემები, სადაც დრო მიმდინარე რეჟიმშია მუდმივად მითითებული. მახინჯმა ქმნილებამ – პატარა პლასტმასის სარკემ დამაბრუნა სოვრცეში. ვჩანვარ და ნაღდად მე ვარ.

მაღაზიასთან ურთიერთობამ პაექრობის სახე მიიღო. პირველად შესაკვეთი პროდუქტების სია რომ ვნახე, გავშალე ფრთები. თურმე, ოლოლო, რაც წერია, იქიდან უმეტესი არ არის ან ხან არის და ხან არა და რითი უნდა მიხვდე, კაცმა არ იცის. პირველ ამოტანაზე მოთხოვნილიდან მომივიდა რადიოს გამო შეკვეთილი დენის დამაგრძელებელი და ყურსასმენები, თვითონ რადიო კი არა. ამიტომ, ეს ორი ნივთი, რომელთა მოსვლაც მიხაროდა, სრულიად უსარგებლო გახდა. ასევე, მომივიდა საპარსი ქაფი და თვითონ საპარსი – არა. ამ ნივთებისთვის სული, რომ ჩამებერა, დამაგრძელებელი და ყურსასმენი დავაკავშირი საპარისი ქაფის გავლით – რა თქმა უნდა მუსიკა იქიდან არ გამოდიოდა, სამაგიეროდ ეს იყო ჩემი ჩუმი საპროტესტო პერფონმანსი.

მოკლედ აღმოჩნდა, რომ მაღაზიასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც გლუვის (ბატონი ბიძინა) შემთხვევაში, მთავარია მოთმინება (რომელიც, როგორც დედამ მითხრა ბავშვობაში, მაქვს აქლემის) და უტეხობა. ყოველდღე მონოტონურად უნდა წერო ერთი და იგივე და შედეგად, დროდადრო, ალაგ-ალაგ, რაღაცას ამოგიგდებს. ასე მოვიპოვე საპარსი და ფიზიკურად დავუბრუნდი ცივილიზაციას.
საერთოდ, ფიზიკურ ფრონტზე სერიოზული წარმატებები მაქვს. სწორი კვების (წვნიანი, ფაფა …) ხარჯზე, როგორც იქნა, მოვიმატე მთელი 6.5 კგ. შემოვსახლდი 73 კგ, ახლა ვარ 79.5. მამა, აჰა, დამშვიდდი.

ჰანტელებამდეც მივალო ხომ ვთქვი? ერთსაათიანი სიარულის პარალელურად ორ ცალ 6 კილოიან ჰანტელს ანუ 12 კგ-ს ვწევ 100-ჯერ. თითო მისვლაზე ათ-ათჯერ. მეტი რა ვუყო ამ ჰანტელებს არ ვიცი. იმ 12 კილოიან გირს ჯერ შორიდან ვუყურებ, ასე მგონია, გამწყვეტს წელში.

სამედიცინო კონტროლს ვაგრძელებ. პატარ-პატარა რაღაცებს ვკურნალობ. იმ დღეს დავიპლომბე კბილი გადასარევ ზემოიმერელ ქალბატონთან. ბევრი ვიმუსაიფეთ სასიამოვნოდ. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ მეც ბევრი ვიმუსაიფე რაღაცნაირად, პირდაფჩენილმა. ისედაც ვიცოდი და აქაც გამოკვლევის შემდეგ მითხრეს, რომ ნაღვლის ბუშტი ამოსაჭრელი მაქვს. ჰოდა, ბარემ ამოვიჭრი. მერე წვალებას, არ დალიო და სწორი კვება დაიცავის, ბარემ აქ ზუსტად მაგ რეჟიმში ვარ.

საავადმყოფოში დიდხანს გაჩერებას სულაც არ ვაპირებ – იქ სიგარეტსაც არ მომაწევინებენ და საერთოდაც, აქ ბევრად სახლურად ვარ, მომვლელებიც გადასარევი მყავს.

ჩემი ვარაუდი არ გამართლდა – ტელევიზორმა ჩვეულ რეჟიმშ ვერ დამაბრუნა და კვლავაც სისხამ დილით ვიღვიძებ. სამაგიეროდ პირველად ვნახე დილის გადაცემები. ადრე „ალიონის“ ხალხი მეკითხებოდა – „დღეს მოგეწონაო“? და მეც ვიგონებდი რაღაცებს, მაგარი იყოო. ახლა გამოგიტყდებით, მაპატიეთ, არასოდეს მინახავს. ახლა კი, სანამ დაიძახებენ „გაიღვიძე საქართველო“, მე უკვე კაი ბლომად რაღაცები მოთავებული მაქვს.
კიკნა, მარტო დილით კი არ გიყურებ, მეორედ მოსვლასაც ველოდები ხოლმე. ახლობელი ადამიანი მაინც სხვაა, გისმენ და წარმოვიდგენ, რომ აქ ზიხარ, ჩემთან, საკანში და აქედან ბაზრობ

მოკლედ, ყველაფერი ლამაზად ლაგდება, მაგრამ საკანში სულ რომ ორი პალმა გაზარდო, ზედ ჰამაკი გაჭიმო, გასაბერი აუზი წყლით აავსო, რადიოში მაგარი მუსიკა დაიჭირო, ტვ-ში მსუბუქი პორნო ჩართო, მაცივრიდან ცივი წვენი ჩამოასხა და ჰამაკში წამოწოლილმა იფიქრო, რომ ნაღდი კოქტეილია, დროის რაღაც მონაკვეთში ამ ილუზიას გარდაუვალად დაგინგრევს ის, რაც საკანში კარს მიღმა იმალება – ჩეჩმა. სწორედ ისაა მთავარი გარდაუვალობა. წვნიანი შეგიძლია არ ჭამო, სასეირნოდ არ გახვიდე, აი ჩეჩმას კი ვერსად გაექცევი.

რადიოც მოვიდა. აი სად გამომადგა ჩემი მეგობარი ნასაროგა, რომელიც ერთ არხს მთლიანად აკომპლექტებს კარგი, ხარისხიანი მუსიკით. შენ გაიხარე, ნიკუშ. რადიოს ყურსასმენის შესაერთებელი, რა თქმა უნდა, არ აღმოაჩნდა, მაგრამ ეგ არა უშავს. ერთად ვწევართ, ერთად ვებრძვით ჩემი ბაროტრავმის, ტრანსფორმატორისა და ცემენტის მონსტროიდული ქარხნის გუგუნის სიმბიოტიკურ კაკაფონიას, ერთად ვიძინებთ ტკბილად და ნეტარებაში გვესიზმრება, რომ გლუვი მაგრად გვკიდია, იმიტომ, რომ ნელა, მშვიდად ვაჭრით თავს პუტინს, ერთი ურჩხულის მიერ ნაჩუქარ ბაშარ ალ ასადის ნაქონ დამასკოს ნაქსოვ ფოლადის წესით დამზადებული დანით ……“

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved