• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალულად ჩამატებული მუხლები” კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:41 05-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

„მალულად ჩამატებული მუხლები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო – არის მალულად ჩამატებული მუხლები“.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსობრივ დავებში შესვლა და იმის თქმა, რომ „უი, ეს რა ჩაუწერიათ“, აბსურდია.

„მგონია, რომ ეს მორიგი ვირეშმაკობაა. მაღალი ალბათობაა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა და ხმაური გამოიწვიეს იმ მარტივი მიზნით, რომ ისინი ხომ ვითომ მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებენ? თუ გინდა რომ რაღაც გააძვრინო და საზოგადოება ამას არ იღებს, კიდევ უფრო მძიმე ფორმა უნდა მისცე, გადაიტანო მასზე აქცენტები, შემდეგ ეგ დათმო და რისი გატანაც გინდა ის შეგრჩება ხელში. ჩვენ თუ ამაზე გადავიტანთ აქცენტს, ბოლოს იტყვიან, რომ „ეს არ მოგწონთ? კარგი, ამას ამოვიღებთ“. ჩვენ ამ ვირეშმაკულ თამაშში არ შევიდეთ. სალომე ზურაბიშვილმა მათი თამაშები გაშიფრა და თქვა, მე რომ ახლა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე, ეს უკვე ამ კანონის ირიბ ლეგიტიმაციას ახდენსო“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ „უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ“.

„ჩვენ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ჩვენ არ უნდა ავიდეთ დაპირისპირების ტატამზე, რაზეც ეს ხელისუფლება ოცნებობს. ხელისუფლება დღეს არის გალიაში გამომწყვდეული, მშიერი, შეშინებული მხეცის მდგომარეობაში, რომელიც საკბილოს ეძებს. არ უნდა მივცეთ ეს საკბილო და უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა ყველა ამ სისაძაგლეზე. ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა გვეყოს იმის სიბრძნე და ნერვები, რომ ეს ავიტანოთ, უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ. არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved