• რეკლამა
  • კონტაქტი
09:42, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალხაზს დააჯერეს რომ გოგაშვილია მისი შვილის მკვლელი…” – მაჩალიკაშვილის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
16:11 02-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მიზანმიმართულად არავის მოუკლავს. მისი თქმით, სპეცრაზმს შეეშალა, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა სათავისოდ გამოიყენეს. კუბლაშვილი აცხადებს, რომ წინასწარი განზრახვით მკვლელობის ვერსია პოლიტკურია.

„რატომ მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტკური ვერსია ვიღაცის ჩაწვეთებული? იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ მსუბუქი ვერსიები. უნდათ, რომ მალხაზი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს – აგერ, შვილი მოგიკლეს განზრახ. იყო შედარებები გირგვლიანის თემასთან. ეს არის პოლიტკური ყველაფერი… ასეთ ინფორმაციას, რომ მტკიცებით ფორმაში აწვდი შვილმკვდარ მამას, არის თუ არა ეს ბიძგება რაღაცისკენ. ეს ადამიანები უნდა ვამხილო, დადგება ამის დრო“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი. 

ის ასევე განმარტავს, რატომ ახსენებს მალხაზ მაჩალიკაშვილი მუდმივად სოსო გოგაშვილის გვარს, რომელსაც, კუბლაშვილის თქმით, საერთოდ არც იცნობს და არასდროს უნახავს.

„ჩემი თანდასწრებით ერთ-ერთმა ადამიანმა პირდაპირ აჩვენა (ფოტო) და უთხრა, რომ ეს არის შენი შვილის მკვლელი და ამან დაგეგმა ყველაფერიო. ასე გაჩნდა საერთოდ ეს… ვინც ეს უთხრა მალხაზს ცნობილი ადამიანია, დადგება დრო და დავასახელებ. ის ახლა წინასწარ მებრძვის, რადგან მე ვარ თვითმხილველი, რომ მალახაზთან ერთად გვაჩვენეს ფოტო. მაშინ პირველად გავიგე ვინ არის გოგაშვილი. გვარიც არ ვიცოდი – ეს არის შენი შვილის მკვლელიო. ამ კაცს აწვდიან ძალიან ცუდ… ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ მის გვარს. ასე დააჯარეს (მალხაზს), არ ვიცი ახლა რა ინფორმაციებს აწვდიან მას, შეიძლება უარესსაც ეუბნებიან“, – აცხადებს კუბლაშვილი.

ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარა ჩადებულია, თუმცა კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას სპეცრაზმელის შეცდომას უკავშირებს და არა მიზანმიმართულ, განზრახ მკვლელობას.  

„ეს არის სიტუაციის დამძიმებისთვის შემოტანილი პოლიტკური ვერსია. მე რისიც მჯერა და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს შეეშალა. სპეცრაზმელიც ადამიანია და საფრთე ასე აღიქვა“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

წყარო: ალტ-ინფო 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved