• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილის პასუხი სოსო გოგაშვილს

ალია ავტორი - ალია
16:27 08-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,380

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ, მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები.

“ნებისმიერი მათი შემოგზავნილი იმ წუთასვე ვიცოდი, ვინ რა სახით იყო მოსული, ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რომ იქ მიეტანათ, გომელაურთანაც და გოგაშვილთანაც. ესენი არიან ქუჩიდან მოკრეფილი ნაძირალათა ჯგუფი, გინდ გომელაურის, გინდ გოგაშვილის, გინდ დანარჩენების, ვინც დღეს სუს-სს მართავს. ამიტომ ვიცოდი ნებისმიერი მოგზავნილი, ქისტი იქნებოდა, ათასი ქისტია მოგზავნილი, ათასი ნაძირალაა მოგზავნილი ქართველების ჯგუფებიდან, აგენტის სახით, ყველას იმ წუთასვე ვშიფრავდი, ამიტომ მე ყველასთან მიზანმიმართულ განცხადებებს ვაკეთებდი, იმისთვის რომ ეს ყველაფერი მისულიყო გომელაურთანაც და გოგაშვილთანაც”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილ უფროსს, სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, “წვრილ-წვრილი ინფორმაციების გასაჯაროების ნაცვლად, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა სურს, გამოაქვეყნოს ჩანაწერი, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი და ვინ არის მთავარი დამნაშავე”.

“გოგაშვილს ვურჩევდი ერთ რაღაცას, კანტი-კუნტად წერილების სახით, წვრილ-წვრილი ინფორმაციებით ნუ ასაჯაროებს წერილებს, თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა და ვინ არის მთავარი დამნაშავე.

მე ვიცი, რომ როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაურია ამ საქმეში დამნაშავე და ამასაც ვეტყოდი გოგაშვილსაც და გომელაურსაც, რომ მათ თუ ჰგონიათ, რომ ეს საქმე, თემირლანის სისხლი შერჩებათ, აქედანვე მოვუწოდებ, რომ ძალიან სცდებიან, ამიტომ ურჩევნიათ ერთი მეორეზე გადაბრალებას, დადონ, თქვან ის, რაც მოხდა, რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. ყველამ თავთავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე.

თუ რაიმე გააჩნია ჩანაწერის სახით, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, დადონ, თვითონ, რაში არიან დამნაშავეები ამ საქმის გარშემო. ვის რა ევალებოდა, ვინ რა დააშავა, ვინ როგორ დააშავა”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

ამასთანავე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ მისი მეუღლე 2019 წელს შეხვდა გომელაურს, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრაზე გოგაშვილზე საუბარი არ ყოფილა.

“მედიკო მარგოშვილი, ჩემი მეუღლე, დიახ, შეხვდა გომელაურს, ეს იყო 2019 წელს. მან, მედიკომ თვითონ მოითხოვა, რომ შეხვედროდა იმის გამო, რომ გაეგო, რატომ ასეთ განადგურებულ ოჯახს, კიდევ რატომ ანადგურებდნენ. ეს იყო შეხვედრის მიზეზი. იქ საუბარი გოგაშვილზე, იმაზე, გოგაშვილი რამდენად დამნაშავეა, ან რა გააკეთა, აბსოლუტურად საუბარი მედიკოს არ ჰქონია”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

წყარო: „ნიუპოსტი“

“მაჩალიკაშვილის საქმეზე, გეთქვა, რომ სპეცრაზმი შენ დაქვემდებარებაში იყო… საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს…” – გოგაშვილი გომელაურს

თეგები: ვახტანგ გომელაურიმალხაზ მაჩალიკაშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved