მალხაზ ამაღლობელი რუსთავის ციხეში დასთან, მზია ამაღლობელთან 2-საათიან პაემანზე შევიდა. დაპატიმრებული ჟურნალისტის ძმამ მთელი ღამე საპატიმროსთან გაათენა.
ცნობისთვის მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ პატიმრები შეწყალა.
შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა ყაველაშვილმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა და მოხვდნენ თუ არა სიაში სინდისის პატიმრები.














კომენტარები