• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ოთხშაბათი, 7 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მალე გამოვა “ახალი გლახის ნაამბობი”, რომელშიც თამრო აუპატიურებს დათიკოს…” – რას წერს მაღლაფერიძე?

ალია ავტორი - ალია
15:51 07-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,313

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამომცემლობა “ახალმა ქართველმა” გამოსცა რუსთველის პოემის ახლებური ტექსტი, რომელშიც შავი ტუშით წაშლილია პირველი თავი და ყველა ის სტროფი, რომელიც ქალის და კაცის თანასწორობაზე მიანიშნებს. ეს გამოცემა მშვენიერი საჩუქარია იმ ახალი ქართველებისთვის, რომელთაც სურთ, დაიჯერონ, რომ თინათინი არ გამეფებულა და საერთოდაც “ვეფხისტყაოსანი” ქალის გამეფების წინააღმდეგია.

გარდა ამისა, გამოსაცემად მზადდება კიდევ რამდენიმე ნაწარმოები:

“წამებაჲ ვარსქენისაჲ”, სადაც მგელი იგი შუშანიკი ასტამით ცემს ვარსქენს და არ აძლევს სხვა ცოლების მოყვანის უფლებას;

“უკუღმართი ქართლის ცხოვრება”, რომელიც აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას – გიორგი ბრწყინვალე, თამარი და ერეკლე შერაცხულები არიან მოღალატეებად, ხოლო შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი – ეროვნულ გმირებად.

მალე გამოვა “ახალი გლახის ნაამბობი”, რომელშიც თამრო აუპატიურებს დათიკოს, მერე მარჯვენას აჭრის და ჭამს.

P.S. ახალ ლიტერატურას დაწაფებულ ახალ ადამიანებს უთუოდ გაახარებთ ის ამბავიც, რომ ქაჯეთის ციხის აღების დროს, როდესაც მისი მცველები ერთიანად გაწყვიტეს, ნამდვილი ქაჯები სხვაგან იყვნენ წასულები, ამიტომაც გადარჩნენ, მთელ მსოფლიოს მოედვნენ და აგრძელებენ ქაჯობებს“ – წერს მაღლაფერიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved