ალეკო ელისაშვილი პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოს შენობაში უკვე გადაიყვანეს.
მისი უფლებადამცველის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს ახალ ბრალდებაზე ეღიმება – “ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაცო”.
საქმე იყო სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით, თუმცა შემდგომ როცა ჩიხში შევიდა გამოძიება, ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოდი ეს საქმეც, რადგან ვერ გამოიძიეს, ვერ დაადგინეს ვინ იყო ეს პირი, ოდოროლოგიური კვლევის ნიმუშის აღების შემდგომ ბრალი წაუყენეს ალექსანდრე ელისაშვილს.
ალეკო ელისაშვილი იღიმის, რა თქმა უნდა და ეცინება ამ საქმეზე იმიტომ, რომ არანაირი შემხებლობა იმ სხვა ეპიზოდთან არ აქვს. ის ამბობს, რომ მალე დამაბრალებენ ალბათ რომის გადაწვასაც, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც, რა ხანძარიც გაჩენილა თბილისში ალბათ ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება. რა თქმა უნდა, უარყოფს.
თავიანთივე ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებიც, რომელიც ახლა, ამ შემთხვევაში პროკურატურამ გაავრცელა, ვერ დგინდება ვინ არის კონკრეტულად ის პირი.
პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და ეს არის ტერორიზმი, მოხდა გადაკვალიფიცირება აღნიშნულის და გახდა 187-ე მუხლი 323-ე, ანუ ტერორისტული აქტი,” – აცხადებს უფლებადამცველი, გიორგი რეხვიაშვილი.














კომენტარები