• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, პარასკევი, 6 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მალე დადგება ის დრო, რომ სასუნთქი აპარატი ყველა ოჯახში, ისეთივე აუცილებელი გახდება, როგორც წნევის საზომი აპარატი“

ალია ავტორი - ალია
17:26 04-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„COVID19-ის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე აფრთხილებდნენ კაცობრიობას წამყვანი მეცნიერები რომ 21-ე საუკუნეში მთავარი გამოწვევა მსოფლიოს ჯანმრთელობის სისტემისათვის და ზოგადად უსაფრთხოებისათვის ეპიდემიებისაგან და პანდემიებისაგან მოდის. წამყვანი ექიმებით დაწყებული და ბილ გეიტსით დამთავრებული, უამრავი მცოდნე ადამიანი და ექსპერტი აცხადებდა რომ ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი საშიშროებაა. ამაობაში, კაცობრიობამ გადაიტანა SARS-ის და MERS-ის ეპიდემიები, და შემდგომ უკვე ებოლას ეპიდემია, რომლებსაც შედარებით ნაკლები მსხვერპლის პირობებში მოერია. თუმცა, 2020 წლის იანვრიდან ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გაჩენილ ავადმყოფობას კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ ერევა და ის ყოველდღიურად ათასობით ადამიანს კლავს. COVID19-მა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა გააჩერა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ლოდონის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსა, ჯაზის ლეგენდა ელის მარსალისი, კინოს გამოჩენილი ვარსკვლავი ლუჩია ბოზე და კიდევ ათასობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. კაცობრიობის და ქალობრიობის დიდი ნაწილი სახლშია ჩაკეტილი. მსოფლიო უკვე სამუდამოდ შეიცვალა. წამყვანი ექიმები გვაფრთხილებენ რომ პანდემიის სრულ ლიკვიდაციას 2 წელი მაინც დასჭირდება – ისინი იხსენებენ 1918-1920 წელში გავრცელებულ ‘ესპანურ გრიპს’, რომელმაც სხვადასხვა მონაცემებთ იმ წლებში 33 მილიონიდან 100 მილიონ ადამიანამდე მოკლა. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ცხადია, 100 წლის წინ გლობალიზაციის სრულებით სხვა დონე იყო და ამიტომაც ადამიანებმა ასე უცებ ვერ გაიგეს მათს წინაშე არსებული ხიფათის შესახებ და ვერ დაიცვეს ‘სოციალური დისტანცია’, რასაც მოყვა მილიონობით ადამიანის დაღუპვა. დღეს, ექიმები იმედს გამოთქვამენ რომ ამ შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნება.
მრავალი აზრია იმაზე თუ საიდან წამოვიდა ეს პანდემია. არის სხვადასხვა შეთქმულების თეორიები. ჯერ იყო და ამერიკიის შეერთებული შტატების არკანზასის შტატის სენატორმა ტომ კოტონმა და კონსერვატიულმა პოლიტიკურმა კომენტატორმა რაშ ლიმბობ ჩინელ ბიოლოგებს დაადეს ხელი და თქვეს რომ ვუჰანს მე-4 დონის ბიო-ლაბორატორიაზე მიუთითეს, როგორც მთელს მსოფლოში ვირუსის გამავრცელებელზე. შემდეგ უკვე ჩინეთის მთავრობამ ამას უპასუხა კონტრ-ბრალდებით, რომ 2019 წლის ოქტომბერში ვუჰანში ჩასული იყვნენ ამერიკელი სამხედროები, რომელთაც ეს ვირუსი ჩაიტანეს. ორივე ამ კონსპირაციის თეორიას თავისი მომხრეები ჰყავდა – მაგრამ ამავე დროს ჟურნალმა ‘ლანცეტმა’ გამოაქვეყნა მსოფლიოს წამყვანი 29 ბიოლოგის წერილი, სადაც ისინი ერთად ამტკიცებენ რომ ასეთი ვირუსების წარმოშობა ჩვენს დროში მხოლოდ გარეულ ბუნებაში ხდება და არა ლაბორატორიებში – რითიც უარყვეს როგორც ამერიკული, ასევე ჩინური ვერსიის შეთქმულების თეორიები.
ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ჩინეთმა, დროებით მაინც, მოახერხა ეპიდემიის შეჩერება და მისი ეკონომიკა ისევ გაიხსნა. დღეისათვის, დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია: 367,650 ავადმყოფით, რომელთა შორისაც 10,943 დაღუპულია. ეს რიცხვი აჭარბებს მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორში ან 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულთა რიცხვს და უახლეს ისტორიაში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანური მსხვერპლია. ამერიკის შეერთებულ შტატებს სიკვდილიანობით უსწრებს იტალია და ესპანეთი – სადაც იმედოვნებენ რომ უკვე ხდება სტაბილიზაცია. აშშ-ში კი სტაბილიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ორ შტატში მოხდა – ისიც არა დაზუსტებით – ნიუ იორკის და ნიუ ჯერსის შტატებში – სხვა შტატებში პიკებს ჯერ კიდევ ელოდებიან. ამ პანდემიამ გამოაჩინა მსოფლიოს ნეოლიბერალური ჯანდაცვის სისტემის უდიდესი ნაკლოვანებები საჯარო ჯანდაცვის სფეროში – ეკიპირების საოცარი უკმარისობა. აღმოჩნდა რომ მსოფლიოს უძლიერესი სამედიცინო ცენტრები და უძლიერესი ეკონომიკები აშკარად მზადარ იყვნენ ეპიდემიისათვის და მათ აშკარად არ ჰქონდათ სასუნთქი აპარატების, სამედიცინო ნიღბების და წამლების საჭირო რაოდენობა. განსაკუთრებით ეს ეხება სასუნთქ აპარატებს. დღესაც კი ამერიკაში – მსოფლიოს უდიდეს და უმძლავრეს ეკონომიკაში, დღეში ათასობით ადამიანი იღუპება იმიტომ რომ არ არის საკმარისი სასუნთქი აპარატები. რატომ? პრეზიდენტმა ტრამპმა ვერაფრით აიძულა ‘ჯენერალ მოტორსის’ ან ‘ფორდის’ ქარხნები რომ ნიუ იორკის შტატისთვის 40 ათასი სასუნთქი აპარატი ეწარმოებინათ, რასაც ყოველ დღე ითხოვდა ნიუ იორკის გუბერნატორი მარიო კუომო. ყველა შტატი ითხოვს სასუნთქ აპარატებს – მაგრამ მათი მიწოდება მაინც არ ხდება საჭირო რაოდენობით. და უცნაური ისაა რომ სასუნთქი აპარატების წარმოება არ იწყება მასიურად. ამასობაში ათასობით ადამიანი კვდება. რატომ? საქმე იმაშია, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკის მთავარი პრინციპია – უკმარისობის შექმნა – და ამით ფასების კონტროლი. იმის კონტროლი, რომ მოცემულ პროდუქტზე მაღალი ფასი შენარჩუნდეს მისი დეფიციტურობის გამო. ეს თუ კარგად მუშაობის ვერსაჩეს ტანსაცმლის ან კოკო შანელის სუნამოს პირობებში – იგივე პრინციპი სასიკვდილოდ წირავს ათასებს საჯარო მედიცინის ისეთი კრიზისის დროს, როგორც ეს ეპიდემია ან პანდემიაა – ეს მომაკვდინებელია. ანუ ამ შემთხვევაში ხდება მოსახლეობის გამოხშირვა – ანუ გენოციდის ერთ-ერთი ფორმა – ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიმდიდრის მიხედვით. ჩინეთში ასეთი დისკრიმინაცია ნაკლებად გამოიკვეთა – და აქედან გამომდინარე 1 თვეში მოხერხდა ეპიდემიის შეჩერება. მდიდარ ევროპულ და ჩრდილო ამერიკულ ქვეყნებში ერთადერთი, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა – ეს ისევ და ისევ სოციალისტური კანადაა. ეს არის წარმატებული მოდელი მოდელი, იგივე ტაივანთან და სინგაპურთან ერთად, სადაც ასევე სოციალური მედიცინის მოდელებია. აშკარაა, რომ სოციალური მედიცინის მიდგომას პანდემიის დროს დიდი უპირატესობა აქვს, ვიდრე შერჩევით ნეოლიბერალურ მედიცინას. და ამიტომაც, ჩვენი ქვეყნსთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ასეთი მიდგომა გამოიმუშავოს. საყოველთაო ჯანდაცვა სწორი მმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო – მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს 2000-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, თუმცა სუნთქვითი პრობლემები მოსახლეობაში ამ პანდემიის გარეშეც უკვე ხშირი იყო. ამის გამო გახშირდა ხვირის სასუნთქი გზების ქირურგიული ოპერაციები, რომლებსაც სხვადასხვა ექიმები ატარებენ უკვე ბოლო 10-15 წელიწადია. ეს იმას ნიშნავს რომ კორონარული და სასუნთქი გზების დაავადებები ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი ჭირია. ხელსუფლებისთვის აუცილებელია რომ დაკვეთა მისცეს ჩვენში არსებულ დიდი სიმძლავრეების ქარხნებს რომ მასიურად დაიწყოს სასუნთქი აპარატების გამოშვება. მალე დადგება ის დრო, რომ სასუნთქი აპარატი ყველა ოჯახში, ისეთივე აუცილებელი ატრიბუტი გახდეს, როგორც წნევის საზომი აპარატი. არ უნდა მოვერიდოთ პროფიციტის შექმნას, რომ ჩვენთანაც არ განმეორდეს ამერიკული ან იტალიური ტრაგედია. როგორც მეცნიერები ამბობენ ეს ვირუსი კიდევ 2 წლის განმავლობაში იბოგინებს მსოფლიოში. შემდეგ, კიდევ ახალი კორონა ვირუსები შემოვა – ამჯერად უკვე ღამურის კი არა შესაძლოა ხვლიკის ან რომელიმე სხვა გარეული ცხოველის. ასე რომ ჩვენი სასუნთქი გზები მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისათვის, როგორც წამყვანი პულმონოლოგები გვეუბნებიან და აქ სრულიად დაუშვებელია რომ იყოს სასუნთქი აპარატების დეფიციტი. რაც შეიძლება მეტი სასუნთქი აპარატი უნდა შევიძინოთ და ვაწარმოოთ. ჩვენში არსებულ ცნობილ ტექნოლოგიურ ქარხნებს – მათს შორის ‘თბილავიამშენს’ დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა მშვიდობიან საქონელზე გადართვის. და ახლა რაც მეტს დაუკვეთავს ჩვენი მთავრობა სასუნთქ აპარატებს, მით უკეთესი ჩვენი მოსახლეობისთვის. და თუ ზედმეტი იქნა – გარწმუნებთ მსოფლიოში მისი ძალიან დიდ დეფიციტია. 7 მილიარდ მოსახლეზე ის არ არის სამართლიანად გადანაწილებული. 350 მილიონიან ამერიკაში მხოლოდ 250 ათასი სასუნთქი აპარატი აღმოჩნდა – ეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. უფრო ღარიბებში კი უფრო ნაკლებია.
ჰაერი, ჰაერი, ჰაერი – ჩქარა! – გალაკტიონის სტილში რომ ვთქვათ. ადამიანებს გავუადვილოთ სუნთქვა. მივცეთ მათ სასუნთქი აპარატები. თუ ვერ ვყიდულობთ – სასწრაფოდ ვაწარმოოთ, იმდენი რამდენიც შეგვიძლია – ეს სამუშაო ადგილებსაც გააჩენს და ბევრ სიცოცხლესაც გადაარჩენს!“

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved