• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი…” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:56 12-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,075

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,ნიკუშიკო,

დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე. გეგონება გუშინ დავესწარი სანდრას მშობიარობას და მერე გავეშურე საპასპორტო ბიუროში შენ დასარეგისტრირებლად, ნიკოლოზ სააკაშვილად, ნიკოლოზობის დღეს. ნიკოლოზი მამაჩემის და ჩემი საყვარელი ბაბუის, ნიკოლოზ წერეთლის სახელია, ისევე როგორც ედუარდს ჰქვია ბაბუამისის სახელი. შემდეგი ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში შენი საზოგადოებაში წარდგენაა, როცა პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებისას, პირველად გაგიყვანეთ ხალხში. ბევრი რამ მახსენდება – როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი, დღემდე კოშმარად მესიზმრება. მეორე ეპიზოდი, როცა გრიპის დროს გაგიჩერდა სუნთქვა და სასწრაფოდ როგორ გაგაქანეთ კიდევ კარგი, ჩვენს სახლთან ახლომდებარე იაშვილის კლინიკაში, სადაც გადაგარჩინეს.

მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი. ყურში ჩამესმის შენი ნამღერი “დედაო ნანა” ლაზიკას კლიპში. მე ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი ხალხის სამსახურს და ძალიან ცოტა დრო მქონდა შენთვის. ამიტომ ძალიან ბევრი მომენტი გავუშვი.
მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ როცა კრიტიკული ასაკი გქონდა და მე დაგპირდი იაპონიაში წაყვანას, ამის მაგივრად აქ ჩამოვედი და საერთოდ ვეღარ მოგხედე, პირიქით, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენე.

ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გეკითხები რჩევებს და ძალიან ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე შენგან.

შენ უკვე მარტო მოგზაურობ იაპონიაში, ინდოეთში, დადიხარ სამეცნიერო კონფერენციებზე, კარგად საუბრობ და წერ იაპონურად, ხოლო ქართულად, ჰოლანდიურად და ინგლისურად საუბრობ, როგორც მშობლიურზე.

ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით. ამავე დროს დარჩები ბოლომდე ქართველად. ბოლო დრომდე ხომ უარს ამბობდი საქართველოდან გამგზავრებაზე იმ შიშით, რომ უკან აღარ შემოეშვით. შენ შენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცა ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ძალიან მითბობს გულს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ პატარაობიდან ცდილობ სხვებს დაეხმარო. საზოგადოების სამსახურიც შენს გენეტიკაშია და ყოველდღე ვლინდება ახალ-ახალ ინიციატივებში.

ჩემო ნიკუშა, ჩემო საყვარელო შვილო, გილოცავ 18 წლის დაბდღეს. გკოცნი ძალიან ბევრს. სიყვარულით, მიშა.

P. S. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული ნიკუშა და მოვუბოდიშე, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე გავიზარდეო.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved