მოსკოვის მერიამ ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის „მაკდონალდსის“ ჩასანაცვლებლად, ასევე, ახალი ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 მილიარდი რუბლი გამოყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა ასეთი გრანტების გაცემის პროცედურა. მათ საშუალება ეძლევათ ახალი სწრაფი კვების ობიექტები გახსნან და თანამშრომლები აიყვანონ. გრანტების ოდენობა დამოკიდებულია გასახსნელი ობიექტების ფართობზე. მაქსიმალური თანხა, რომლის მიღებაც კომპანიას შეუძლია, არის 5 მილიონი რუბლი. საგრანტო განაცხადები მიიღება 30 ივნისამდე. აღნიშნულ საკითხზე ინტერესი 17 კომპანიამ გამოხატა“, – აღნიშნულია მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები