• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის პენსიონერს 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ალია ავტორი - ალია
12:33 08-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,179

69 წლის პენსიონერ მამაკაცს, რომელიც საპროტესტო აქციის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავების მიზეზი თავდაპირველად მამაკაცის მაისურზე დატანილი წარწერა გახდა, რომელიც სამართალდამცველებს არ მოეწონათ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ პოლიცია დაკავებისთვის საფუძვლის შექმნას ხელოვნურად ცდილობდა და მოგვიანებით მამაკაცს სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და გინებაშიც დასდეს ბრალი.

“მას შემდეგ, რაც მარში დამთავრდა, წავიდა და კანცელარიის წინ იჯდა. მშვიდობიანად ტელეფონში თამაშობდა და ამ დროს მივიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ გაჰყოლოდა. პოლიციის მოთხოვანს დაემორჩილა. შემდეგ უთხრეს, რომ მაისურზე რომ ეწერა, ეგ იყო შეურაცხმყოფელი და ასევე უთხრეს, რომ პოლიციელებს რატომ აგინებდა. მან უთხრა, რომ პოლიციელებისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მიუხედავად ამისა, მაინც დააკავეს ორი მუხლით: ერთი მაისურის ნაწილში 166 მუხლით წვრილმანი ხულიგნობით და ასევე დააბრალეს, რომ თითქოს პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას. დამკავებელი იყო პოლიციის უფროსი ლადო სადღობელაშვილი და შემდეგ ოქმი გააფორმეს სხვა პოლიციელებმა, რომლებმაც თქვეს, რომ თითქოს მათ აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. სამხრე კამერების ჩანაწერები მოიტანეს, თუმცა იქ არანაირი გინება ასახული არ იყო”, – ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. 

69 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გამოგონილი ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved