• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაინც თავის შეკვლა მომიწია პოლიტიკაზე“ – ლევან ვასაძემ „უძლურის დღიურის“ წერა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
18:11 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

“ყველა თავისას ირჩევს. ჩემი მრწამსი ამ ორივესდამი ცხადია: პოეტურად არ შემიძლია დაღმა ყურება და მხოლოდ ცას ვეძებ, რომელიც სულ უფრო გვეკარგება და ფისოლოფიურად, რამდენიც არ ვეცადე განდგომას, მაინც თავის შეკვლა მომიწია პოლიტიკაზე.” – წერია “ერთობა-რაობა-იმედი-ერი”-ს ლიდერის ლევან ვასაძის დღიურში, რომლის შევსებასაც, როგორც “ერთობა-რაობა-იმედი-ერი”-ს გვერდზე წერენ ვასაძე შეძლებისდაგვარად გააკეთებს და გამოაქვეყნებენ.   
დღიურს ქვია “უძლურის დღიური”

“ეს უცნაური სახელწოდება სამმაგი მნიშვნელობისაა.

უძლურებაში მყოფმა, ვიფიქრე, იქნებ ჩემი განსაცდელი ისე წარიმართოს, რომ მისი დათმენის გამოცდილება სხვას გამოადგეს მომავალში. ჰემინგუეი წერდა, კაცი მოვალეა წეროს, თუნდაც იმიტომ, რომ შვილების თაობამ ცარიელი ფურცლიდან არ დაიწყოს ცხოვრებაო და, ეს მამოძრავებს აქ.
მეორე მნიშვნელობა „უძლურის დღიურისა“ კი არის ის, რომ ბევრი ჩვენთაგანი თავს უძლურად ვგრძნობთ რამე შევცვალოთ ამ უფსკრულისაკენ მოწყვეტილ სამყაროში. ალბათ, ეს ყველა დაღვინებულს ეჩვენებოდა ყველა საუკუნეში, მაგრამ, არა მგონია ასეთი ვარდნის მომსწრე ყოფილიყოს ოდესმე კაცობრიობა.
მესამე კი, ჩვენთვის ყველაზე მშობლიური: მხოლოდ საკუთარი უძლურების წრფელი აღიარებით ღებულობს ადამიანი ხელთუქმნელ მადლს.

აქ დგება ორი პრობლემა, პოეტური და ფილოსოფიური. პოეტური ასეთია: წეროს და თქვას ადამიანმა უფსკრულზე, რომელშიც კაცობრიობასთან ერთად მიექანება, რასაც ლამის ყველა აკეთებს ვისაც კალამი და სიტყვა სარჩოდ გაუხდია, თუ თვალი აღმა შეაქციოს და გულში ვარდნის ქრიალის მიუხედავად წეროს ცაზე, რომელიც კაცობრიობას შორდება. ფილოსოფიური კი ასეთი: სტოიციზმით ჭვრეტდეს კაცი ვარდნას, და ზოგჯერ მიდიოდეს კიდეც იმ დასაცინ მდგომარეობამდე, რომელსაც ათინას მაცხოვრებელნი ἰδιώτης – იდიოტესს, ანუ პოლიტიკუმში არ მონაწილე ადამიანს ეძახდენ, თუ შეაკლას თავი ამ ვარდნის შეჩერების მცდელობას.

ყველა თავისას ირჩევს. ჩემი მრწამსი ამ ორივესდამი ცხადია: პოეტურად არ შემიძლია დაღმა ყურება და მხოლოდ ცას ვეძებ, რომელიც სულ უფრო გვეკარგება და ფისოლოფიურად, რამდენიც არ ვეცადე განდგომას, მაინც თავის შეკვლა მომიწია პოლიტიკაზე.

აქედან სრული სიმარტოვე, მიუხედავად, თითქოსდა სრული მხარდაჭერისა. ერის იდეალისტურ ძარღვში, არისტოტელეს მიხედვით ζῷον λόγοϛ ἔχων (ზოონ ლოგონ ექონ,) ანუ სიტყვის, ან ლოგოსის მქონე ცხოველში, ეს ძმობაა, მაგრამ სხვა ნაწილში, უბრალოდ ზოონში, რომელიც მხოლოდ ნივთიერს მოიხმარს და გადაამუშავებს, ეს ზიზღს, ან უკეთეს შემთხვევაში დაცივნას იწვევს.

მაგრამ, თუ “დედამიწა დიდ სულთათვის კვლავ შვებულია, მწირთათვის და წყვილად მობინადრეთათვის კვლავ ცარიელია მრავალი საჯდომი, სად სუფევს ოხვრა წყნარ ზღვათა სუნნელებისა,” მაშინ, იქნებ ღირდეს კიდეც მასეთი ადგილებიდან შემოძახება (მე ხომ ახლა მასეთ ადგილას განმაწესა შემოქმედმა) კაცობრიობის დარჩენილ ნაწილზე, რომელსაც ჯერ კიდევ ესმის ათრთოლებული რხევა ნამდვილი თავისუფლების მწყურვალე ხმისა.

იმ ახალგაზრდებს, ვინც რატომღაც გადაწყვიტავენ ადევნონ თვალი „უძლურის დღიურს“, ვთხოვ, ნუ შეუშინდებიან გაუგებარს, ისინი მას ჩემზე უკეთ გაიგებენ, როდესაც ნადვილად დასჭირდებათ ცხოვრებაში.
ვეცდები, ვწერო ყოველდღე, პირველი წამლების მერე, სანამ ეს ჩემი სხეული ქმედითია ხოლმე და სანამ მის სიღრმეებში მიმავალი უცნაური ქარიშხლები მოლეკულარული ბრძოლებისა ორ შხამს შორის არ დამასუსტებენ ხოლმე. ქიმიის დღეებში, ანუ კვირაში ერთი ან ორი დღე, შეიძლება ვერ შევძლო ხოლმე, და ალბათ ეგრეც აჯობებს. დავწერ ყველაფერზე ცოტ-ცოტას, ასე თითო ფურცელს, ოღონდ, ისე, რომ რაღაცაში დაგვეხმაროს ყველას. დილას დავწერ, დღისით დაიდება ხოლმე. მაშ, ხვალამდე. გილოცავთ მარიამობა მარხვას.” – წერს დღიურში ლევან ვასაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved