საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვეს.
როგორც ხაჭაპურიძე წერს, სააკაშვილს მაინც გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა, რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება”!
კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, 6 თებერვალს მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
კომენტარები