• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ ვახო აღარ არის… – როგორ გადაიტანეს ვახტანგ რჩეულიშვილის სიკვდილი ციხეში

ალია ავტორი - ალია
19:00 04-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს, მისთვის მისჯილი 4 წელი სრულად, მარტის ბოლოს გავიდა და ის უკვე თავისუფალია. რუსუდანი ციხეში გატარებულ მძიმე წუთებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– როგორი იყო ციხეში დასთან თქვენი შეხვედრა?

– როგორც კი საკნის (ჩემთვის – პალატის კარი) კარი გაიღო, პირველი დავინახე ჩემი და რომელიც საოცრად მყავდა მონატრებული. ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ, დავბრუნდით ბავშვობაში, იმ მოგონებებში, რაც გვაკავშირებდა და დავიწყეთ ცხოვრების ახალი ეტაპი – ჩვენი ერთობლივი ჯვარი. იმავე დღესვე მოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ასე რომ, პირველი ადაპტაცია იმ გარემოსთან შესაგუებლად გიორგი ტუღუშისა და სოფო კილაძის დახმარებით მოხდა, რომლებმაც პირველი კონსულტაცია გაგვიწიეს. იქ, სადაც ჩემი დაა, სადაც ასეთი ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ, ყველგან, ყოველთვის შესაძლებელია მათთან ყოფნა და პოზიტივის გამონახვა.

– დასაწყისში თქვენი დის ქმარი, ვახტანგ რჩეულიშვილი ახსენეთ, ამ ამბავმა შეიწირაო. როგორ შეხვდით მის ამ საშინელ ფაქტს საპყრობილის გარემოში?

– როდესაც მე მაიასთან მოვხვდი, თორმეტ დღეში ვახო გარდაიცვალა. ამიტომ, ამ დიდი ტკივილის გადატანა და გაზიარება ერთად მოგვიწია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება. ალბათ, იმან შეგვაძლებინა, რომ თითქოს როდესაც იქ ხარ, იმ კედლებში, გგონია, რომ გარეთ შენი ახლობლები კარგად არიან და მათ მაინც არაფერი ემუქრებათ. ვფიქრობ, მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ მის ცხოვრებაში ვახო აღარ არის.

– როგორი იყო თქვენი ურთიერთობა მსჯავრდებულ ქალბატონებთან, ალბათ, ბევრ საინტერესო ისტორიას ისმენდით, ის, რაც მათ გადახდათ ცხოვრებაში.

– იმ კორპუსში, სადაც მე ვიყავი, ბუნებრივია, ყველასთან თავიდანვე მქონდა ურთიერთობა. მაია უკვე ადაპტირებული იყო იმ გარემოს. ორივეს ძალიან გვიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და თუკი შეგვიძლია, რაიმეთი გამოვადგეთ, ხელი გავუწოდოთ, ამას ყოველთვის ვაკეთებდით. ეს არის ადგილი, სადაც ერთამანეთს უნდა გააძლებინოთ, ერთმანეთის მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მე სპეციალობით, ექიმი ვარ, ამიტომ ბევრი ადამიანი კონსულტაციისთვის მომმართავდა, მაია სოციალურად ძალიან აქტიურია და სხვის ჭირ-ვარამს იზიარებდა, ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა. ეს იყო ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ოღონდ ცოტა სხვანაირი ფორმის, რომელიც მანამდე არ გვქონდა ნანახი.

– როდესაც საკუთარ თავთან მარტო აღმოჩნდით, თუ ფიქრობდით, აანალიზებდით ყველაფერს, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სად იყო თქვენი შეცდომა, სად არ იყო, რამ მიგიყვანათ აქამდე?

– ძალიან რთულია, როდესაც მარტო რჩები ასე, საკუთარ თავთან, მხოლოდ შეცდომებზე ფიქრობ, სხვა არაფერზე. ძალიან იშვიათად, ამ დროს იფიქრო იმაზე, რომ რაღაც ძალიან სწორად გააკეთე და საკუთარ თავს მხოლოდ ამ კუთხით უყურო. ძირითადად, საკუთარ შეცდომებზე ფიქრობ და სწორედ, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაფერს აანალიზებ, სადაც სულ ფიქრობ, რომ აი, ამას როგორ უფრო კარგად გააკეთებდი, მომავალში როგორ მოიქცევი… ფიქრობ იქ მყოფ ადამიანებზეც, ყველა გეცოდება. გარკვეულწილად, მისია გვაქვს და გვქონდა – როგორ შეგიძლია, შეუმსუბუქო ადამიანებს ეს მძიმე ხვედრი შენი იქ ყოფნით.

– მთელი ეს პერიოდი ოჯახთან როგორი ურთიერთობა გქონდათ და ბოლოს, ახლა რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი კომპანიისგან დაზარალდნენ?

– ოჯახთან ისეთი ურთიერთობები მქონდა, როგორიც მქონდა, კიდევ უფრო მჭიდრო. რაც შეეხება იმას, თუ რას ვეტყოდი, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ და სამწუხაროდ, გაუცრუვდათ, მათ კვლავ უნდა ჰქონდეთ მაიას იმედი, იმიტომ რომ მაია არის ის ადამიანი, რომლის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობითაც ხორციელდება ყველა ის პროექტი, რაც უნდა განხორციელებულიყო და ვერ დასრულდა, მაიამ შეძლო, გადაერჩინა ის და არცერთი მათგანი არ დარჩება თავისი ქონების გარეშე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved