• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაგთიკომის წარმომადგენელმა დაადასტურა ლილუაშვილის და მიქაუტაძის ყოფნა ერთ ლოკაციაზე – პროკურატურა

ალია ავტორი - ალია
16:59 08-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,662

სუს-ის ექს-შეფის საქმე – გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი სასამართლოში ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე, მესამე მოწმის დაკითხვა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურმა – მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, საუბარია გრიოგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრზე, რომელიც დღეს დაცვის მხარემ პროცესზე იმის დასასაბუთებლად მიიყვანა, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამდვილად არ ყოფილა, სანდო მოწმე არ არის.

საქმის პროკურორი

დაიკითხა დღეს ორი მოწმე. ერთ-ერთი მათგანი იყო მაგთიკომის წარმომადგენელი. გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით, შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ ერთი და იგივე ლოკაციას, ამ შემთხვევაში სუს-ზეა საუბარი, ფიქსირდება რომეო მიქაუტაძის და გრიგოლ ლილუაშვილის ყოფნა. იმ პერიოდებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, რაც კავშირშია თანხის გადაცემასთან. მოწმემ ისაუბარა იმასთან დაკავშირებით, რომ ანძები არის უამრავი საქართველოში. თბილისში განსაკუთრებით, შესაბამისად, პრიორიტეტში, როდესაც პიროვნება მის ხელთ არსებული ტელეფონით იმყოფება ამა თუ იმ ლოკაციაზე, პრიორიტეტულად უჩვენებს იმ ანძის ლოკაციას, რომელიც არის მისთვის უახლოესი, ამ შემთხვევაში, თორემ ზოგადად თეორიული დაშვება გააკეთა იმისი, რომ ღია ველზე და სადრაც მთაში შესაძლოა, ერთადერთი ანძა იდგეს და ეს არის იყოს ლოკაციის განმსაზღვრელი. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც თბილისზე და ვაჟა-ფშაველაზე ვსაუბრობთ, მსგავსი თეორიის დაშვება ძალიან მცირე თეორიის მატარებელია. 

ბრალდებული საერთოდ გამორიცხავს, რომ ამ შენობაში საერთოდ მასთან იქნებოდა რომეო მიქაუტაძე, თუმცა ფაქტი სახეზე არის, რომ რომეო მიქაუტაძე ამ შენობაში ნამყოფი არის არაერთხელ. რაც შეეხება მეორე მოწმეს, დაიკითხა გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი. მოწმემ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნანახი არ ჰყავდა, თუმცა შემდეგ დამაზუსტებელ კითხვებით გაირკვა, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა რომეო მიქაუტაძე ვინ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი რომეო მიქუტაძე ვინ იყო, რაც დაგუგლა ადვოკატის მიერ გამოკითხვისას და რაც  სატელევიზიო სირცეში შემდგომ აქტუალური გახდა ეს საკითხი. შესაძლოა ამ ადამიანს არ ახსოვდეს და ვერ ემახსოვრება რომეო მიქაუტაძე ნანახი ჰყავს თუ არა, თუმცა ჩემთვის სარწმუნო არ არის ის, რომ ამ ჩვენების გამო, სუს-ში რომეო მიქაუტაძე ნამდვილად არ ყოფილა. გარდა ამისა, ამავე მოწმემ განაცხადა სხვათაშორის, რომ არც სოსო რამიშვილი არ უნახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, და ესეც დადგენილია, რომ სოსო რამიშვილი სუს-ში მათ შორის ბრალდებულთან არის ნამყოფი, ამას თავად ბრალდებულიც არ გამორიცხავს”.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved