• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგთიკომი” 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს ვეღარ გააუქმებს”- კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
19:06 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომთან” დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო:

კომპანია „მაგთიკომი” 25 ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25″ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის” მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25″-ის გაუქმება და „მარტივი 30″-ის შემოღება, ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას. კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს” აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვების ვალდებულება, მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად განუსაზღვრა.

კვლევის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ საცალო სეგმენტზე არსებული შეთავაზებების პირობები შეისწავლა და აბონენტების ქცევისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ „მარტივი 25″ „მაგთიკომის” ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ. შესაბამისად, “მაგთიკომის” მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30 ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც „მარტივი 25″-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორივე შეთავაზების პირობებში, 30 ლარიანი პაკეტი მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მომხმარებელი უპირატესობას კვლავ 25 ლარიან პაკეტს ანიჭებს.

შესაბამისად, „მარტივი 25″-ის გაუქმება აბონენტების დიდი ნაწილისთვის ბაზარზე არსებული მომსახურებების არჩევანის შეზღუდვას და მომსახურების გაძვირებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს” ულიმიტო 25 ლარიანი პაკეტის ძალაში დატოვება ჯერ კიდევ გასულ წელს დაავალდებულა, ხოლო „მარტივი 25″-ის „მარტივი 30″-ით ჩანაცვლების გადაწყვეტილება, კომისიის მიმართვის საფუძველზე, კომპანიამ 2020 წლის მარტში 7 ივლისამდე, დროებით შეაჩერა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს” აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვება მოუწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved