• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატმა ახლოს მყოფი მამაკაცის იარაღიდან გასროლა გამოიწვია

ალია ავტორი - ალია
17:13 02-13-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიაში, მომუშავე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) სიახლოვეს მყოფი ერთი მამაკაცის პისტოლეტმა მოულოდნელად თავისით გაისროლა; კაცი მუცელში დაიჭრა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ადვოკატი, ვიდრე დედამისს სკანირების ოთახში შეჰყვებოდა, სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს, რომ გარეთ დაეტოვებინა ყოველგვარი ლითონის ობიექტი. მიუხედავად ამისა, ოთახში ის მაინც იარაღით შევიდა.

16 იანვარს, ლეანდრუ მათიაშ დი ნოვაიშმა დედამისი სან-პაულუს ერთ-ერთ ლაბორატორიაში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე წაიყვანა.

„ლაბორატორიის პერსონალის მიერ დაცული იყო ინციდენტთა პრევენციის ყველა პროტოკოლი“, — ამბობს კლინიკის პრესსპიკერი.

ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. სხეულის სკანირებისთვის, MRI 1,5-3.0 ტესლას ოდენობის მაგნეტიზმს იყენებს, რათა წყლის მოლეკულების პროტონებს დაახლოებით ერთი მიმართულებით მიმართვა აიძულოს.

ელექტრომაგნეტიზმის დაბალენერგიული პულსი ნაწილაკებს არხევს, რომლებსაც, გარემომცველი მასალებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დრო სჭირდებათ საწყის წერტილში დასაბრუნებლად. პროტონების რხევებში არსებული ამ კონტრასტის საფუძველზე მიიღება შინაგანი ორგანოების დეტალური სურათი.

იმისათვის, რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, რამდენად ძლიერია მაგნიტური ველი, გეტყვით, რომ მაცივრის მაგნიტების დიაპაზონი რამდენიმე ათასი ტესლაა. ზოგიერთი იშვიათმიწა მაგნიტის სიმძლავრე შეიძლება დაახლოებით ერთი ტესლას ფარგლებში იყოს.

შესაბამისად, 3-7 ტესლა დიდი არაფერია. მაგრამ საკმარისია დიდი ფერომაგნიტური ნივთებისთვის (რომლებიც შედარებით თანაბრად რეაგირებს ძლიერ მაგნიტურ ველში), რომ კარგი მიზიდვის ქვეშ მოექცნენ.

2001 წელს მომხდარი ერთი საშინელი ინციდენტისას, ბავშვმა თავში სასიკვდილო დაზიანება მიიღო, როდესაც MRI-მ ოთახში ჟანგბადის ლითონის ავზი გადაადგილა.

პატარა ნივთების, მაგალითად, სამკაულების შემთხვევაში, ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება წარმოქმნას ელექტროდენი მასალაში, რომელიც პოტენციურად საკმარის სითბოს გაატარებს და გამოიწვევს უსიამოვნო ადგილობრივ დამწვრობას.

ზუსტად რა მოხდა დი ნოვაიშის შემთხვევაში, შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ. მის ქამარში დამალულმა პისტოლეტმა მაშინ გაისროლა, როდესაც ტომოგრაფიის აპარატი მუშაობდა. მიღებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი რამდენიმე კვირაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნოვაიში იარაღის ფლობის უფლების დამცველი იყო, სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავდა. პოლიციის განცხადებით, მისი იარაღი რეგისტრირებული იყო და ტარების უფლებაც ჰქონდა.

American Journal of Roentgenology-ს 2002 წლის სტატიაში აღწერილია ინციდენტი, რომლის დროსაც, ნიუ-იორკის შტატში, სკანირების ოთახში იარაღით იყო შესული.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი აპარატიდან სამ მეტრში იდო, მაინც გაისროლა და ტყვია კედელს მოხვდა.

2013 წელს ასეთივე შემთხვევა მოხდა ილინოისის შტატის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ძარცვის ფაქტზე მისული პოლიციელის იარაღმა მოწყობილობასთან მიახლოებისას გაისროლა.

2018 წელს, ლონგ-აილენდის ერთ-ერთ კლინიკაში მამაკაცი ფეხში დაიჭრა, მას შემდეგ, რაც სკანირების ოთახში შესვლისას გაისროლა იარაღმა, რომელიც მას ჯიბეში ედო.

ეს მოკლე სიაც კი გვიჩვენებს, რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კაბინეტში იარაღით შესვლა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved