• რეკლამა
  • კონტაქტი
12:44, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„”მაგნიტსკის სია” რომ დაგიჩემებიათ და ბრაუდერი გამოიყვანეთ არენაზე, რატომ გგონიათ, რომ ავტორიტეტია, ან მაგნიტსკი ვის საქმეს შეეწირა, თუ იცით?“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
19:25 01-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
575

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე:

„თან ხელისუფლებას “მაგნიტსკის სიით” და სანქციებით ემუქრებიან, თან ერთი წელია, დაჭერის დღიდან ბრალს სდებენ სააკაშვილის აწამებენო და თან ალ ბანოს “ამღერებენ” სააკაშვილი გაუშვითო. თხოვნა, ბრალდებები და მუქარა ერთად. მალე მთელი სან-რემო ჩაწერს ვიდეო მიმართვას.
“მაგნიტსკის სია” რომ დაგიჩემებიათ და ბრაუდერი გამოიყვანეთ არენაზე, რატომ გგონიათ, რომ ავტორიტეტია, ან მაგნიტსკი ვის საქმეს შეეწირა, თუ იცით?
ბრაუდერი იყო “გაზპრომის” აქციების 7%-ს მფლობელი, “სურგუტნეფტეგაზის” და “რაო ეს”-ის აქციონერი, ასევე რუსეთში ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებელი. იმ წლებში ბერეზოსკივით აჟიტირებული ფიგურა იყო. რუსეთმა ბრალი წაუყენა გადასახადების დამალვის და განზრახ გაკოტრების გამო. ჯამში 5 მილიარდს ედავებოდა. მაგნიტსკი ერთი უბრალო აუდიტორი იყო და ბრალი ბრაუდერისთვის დახმარების გაწევის გამო წაუყენეს. .
მაგნიტსკი “ბუტირკაში” მართლაც უმძიმეს პირობებში წამებით გარდაიცვალა. საკითხავია, ბრაუდერს მაგნიტსკის წამება და სიკვდილი ეწყინა თუ პირიქით?
სცვათაშორის ბრაუდერმა შვეიცარიის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავა წააგო.
ახლა მრავალი ათასი კილომეტრიდან რომ აკეთებს განცხადებებს, ჩამოვიდეს, ნახოს სად იმყოფება სააკაშვილი და შეადაროს მაგნიტსკის პატიმრობის ჯოჯოხეთურ პირობებს.
“მაგნიტსკის სია” და სანქციები იმას კი არ ნიშნავდა, რომ ბრაუდერი მართალი იყო, არამედ რუსეთის მართლმსაჯულების და სასჯელაღსრულების სადამსჯელო სისტემას ამხელდა და მონაწილე პირების წინააღმდეგ იყო მიმართული.
სააკაშვილის შემთხვევაში მის ბრალეულობაზე არ დაობენ, სტრასბურგს არ მიმართავენ, გაიძახიან წამლავენო, კლავენო, წუთები დარჩაო და ექიმები არ ჩამოჰყავთ, რადგან იციან, რომ “ვივა მედში” თავზე ევლებიან.
ამიტომ რქებით აწვებიან საერთაშორისო არენაზე ხმაურის აწევას, ბრალდებებს, მუქარებს და ქვეყნიდან გაყვანის საკითხს.
იმის მიუხედავად, რომ ყველამ ყველაფერი იცის, ხელისუფლებამ უნდა მოიწვიოს ბრაუდერიც, ალ ბანოჩ, პოდოლიაკიჩ, ნევზოროვიც და ყველა, ვინც განცხადებებს აკეთებენ და:
1. დაათვალიერებინოს რა პირობებში იხდის სასჯელს სააკაშვილი (ციხეც და საავადმყოფოც, ასევე ჰოოსპიტალიც), აჩვენოს სად ახდევინებდა სააკაშვილი სასჯელს პატიმრებს (აღარ ჩამოვთვლი დეტალებს);
2. გააცნოს სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები, ანუ ორი მსჯავრი და სამი ბრალი, ასევე რა პრეტენზიები აქვს მოსახლეობას მის მმართველობასთან;
3. გააცნოს თეთრაძის, მოლაშვილის და სხვა პატიმრების საქმეები, ფოტოები, რომლებიც აწამეს და წამებით მოკლეს ან წამების შედეგად შემდეგ გარდაიცვალენ.
შეთავაზება საჯაროდ უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყების მიერ. მერე გააკეთონ შეფასებები აქვს თუ არა ადგილი რაიმე გადახრას ხელისუფლების მხრიდან. თუ არ მიიღებენ ამ შეთავაზებას, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, რომ სიმართლე არავის აინტერესებს და ადგილი აქვს ლობისტური ანაზღაურების გამომუშავებას ან სხვა ინტერესებს.
დაქირავებული ლობისტები და უკვე ადვოკატობიდან პოლიტიკაში გადაჭრილი მისი უფლებადამცველი, ოჯახთან ერთად, არ შეწყვეტენ ახალ-ახალი სუბიექტების მოზიდვას და ზეწოლის მცდელობას.
ისე, ვინც სააკაშვილს ექომაგება, სხვადასხვა დოზით რუსეთთანაა დაკავშირებული.“
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:35 12-08-2025
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved