• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს — ხელფასები 11.9%-ით გაიზრდება

ალია ავტორი - ალია
10:12 06-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ჭიათურელმა მაღაროელებმა თბილისში საპროტესტო აქცია და შიმშილობა შეწყვიტეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა მოლაპარაკებები „ჯორჯიან მანგანეზთან“, რომელშიც მედიატორის სახით ჩართული იყო სახელმწიფო.

„იმის გათვალისწინებით, რომ 19 დღეა ვაპროტესტებთ და 13 დღეა, ჩვენი მეგობრები შიმშილობენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ხელფასების 11.9%-იან ზრდას, ინფლაციის გათვალისწინებით.

ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის მთავარი არ იყო მხოლოდ ხელფასის საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დანარჩენი 13 საკითხი, რომელიც ხვალიდან არის შესასრულებელი კონკრეტულ ვადებში.

თუ 2019 წლის მოვლენები განმეორდება და მოგვატყუებენ, ან ეცდებიან, დროში გაწელონ საკითხი, ჩვენ ისევ დაგვჭირდება თქვენი გვერდით დგომა. თუმცა სანამ თქვენამდე მოვალთ, მანამდე პასუხს მოვთოვთ მათ, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე“, — განაცხადა პარლამენტთან გამართულ ბოლო აქციაზე მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მოლაპარაკების შედეგიანად დასრულებაზე განცხადება დღეს ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა.

„რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1
ივლისიდან გასაცემი ხელფასი, ჯამში, 12-%მდე გაიზრდება“, — აცხადებს სამინისტრო.

მაღაროელებს სულ 14 მოთხოვნა ჰქონდათ, ეს იყო:

ხელფასის 40%-იანი მატება;
2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება;
ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება;
დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
მოხდეს ულუფის გაუმჯობესება;
დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
გაუქმდეს ყველა შპს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტული სოფლის მოსახლეობასთან; ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved