ჭიათურიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები დაიძრნენ. დარღვეულ შრომის უფლებებს მოქალაქეები თბილისის პარლამენტთან გააპროტესტებენ, პირველ ეტაპზე დედაქალაქში 40 ადამიანი ჩამოვა. გაფიცული მუშების დიდი ნაწილი ჭიათურაში, მერიასთან რჩება.
“თუ ხელისუფლება მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს არ დაეხმარება და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” არ უშუამდგომლებს ნახევარი ჭიათურა თვალებამოკერილი და დაბრმავებული ივლის” – აცხადებენ აქციის მონაწილეები პირველებთან ინტერვიუში.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მთავრობა მისცემს უფლებას თუ არა კარვების გაშლის უფლებას, ისინი მაინც იშიმშილებენ.
“პირველი საათიდან ვიწყებთ გადაადგილებას თბილისის მიმართულებით. კარვების გაშლის უფლებას მოგვცემს თუ არ მოგვცემს მთავრობა, ჩვენ ვაპირებთ შიმშილობას. ღია ცის ქვეშ სიცხეში წვიმაში არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ჩვენი პროტესტი და ჩვენი აუცილებელი სამართლიანი მოთხოვნები უნდა დავაყენოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო. არ ესმით ჭიათურიდან გაიგონებენ პარლამენტის შენობიდან, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
ჭიათურაში პროტესტის მე-14 და შიმშილობის მე-8 დღეა.














კომენტარები