• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

მაღალმთიანი აჭარა, ლია ლიქოკელი და შეხვედრა მკითხველთან – „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მომდევნო გაჩერება

ალია ავტორი - ალია
14:36 07-08-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

 

მაღალმთიანი აჭარა, შუახევი და ხულო, „მოგზაური ბიბლიოთეკის“ მომდევნო გაჩერება – პოეტი და მწერალი ლია ლიქოკელი მკითხველებს ხვდება. საუბრობენ წიგნებზე, მწერლობაზე, მწერლებზე, მკითხველებზე, ცვლიან აზრებს და  დამოკიდებულებებს.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ გაზეთ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტია. სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დააქვთ წიგნები და მთელი ქვეყნის დალაშქვრას ასე, წიგნებით აპირებენ. წიგნებთან ერთად, მოგზაურობენ პოეტები, მწერლები, ყველა, ვინც ლიტერატურასთან კავშირშია და ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

სწორედ ასეთი შეხვედრები გაიმართა შუახევსა და ხულოში.

„როცა ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები, ვხედავ ბამბუკის თაროს, რომელიც სავსეა მრავალგზის გადაფურცლული წიგნებით. ამ წიგნებს პერიოდულად გადმოვალაგებ ხოლმე, გადავშლი და თუ რამეს აღმოვაჩენ, რაც ჯერ არ წამიკითხავს, ბედნიერი ვარ. ისეთ ჩაკეტილ ადგილზე, მაღალმთიან სოფელში, სადაც მე გავიზარდე, წიგნი იყო სარკმელი ვრცელი, მშვენიერი სამყაროსკენ.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ სწორედ ასეთ სოფლებში მიდის ახალი წიგნებით – ახალი სარკმლებით დატვირთული და ჩემნაირი ბავშვების გაბედნიერება შეუძლია. იმ ბავშვების, ვისაც სხვანაირად ხელი არ მიუწვდება თანამედროვე ლიტერატურაზე, ვისაც სჭირდება, თავი უფრო დიდი, ვრცელი სამყაროს ნაწილად იგრძნოს. ვფიქრობ, ეს დიდი საქმეა, სიკეთე, რომელსაც შეუძლია, ადამიანების ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს და ხედვის ჰორიზონტი გააფართოოს“, – გვიყვება ლია ლიქოკელი.

ამ ორ შეხვედრაზე ორ თემაზე ისაუბრეს – ცნობილი ქალები საქართველოს ისტორიიდან და რისთვის იბრძოდნენ ქართველი მწერლები ერთი საუკუნის წინ და რისთვის იბრძვიან ახლა.

„საქართველოს ისტორიაში ბევრი ცნობილი ქალი არ არის, მოუყოლელი ამბებით და უცნობი ქალებითაა დასახლებული ჩვენი ისტორია. სწორედ მათზე და საბოლოოდ, ზოგადად ლიტერატურის როლზე და მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ კითხვისა და სიახლეების გაცნობის მსურველი არცთუ ცოტაა და ძალიან სჭირდებათ ახალი წიგნები, ახალი ავტორების გაცნობა. ის, რაც თანამედროვე ლიტერატურაში ხდება, რაც ჩვენს დროს აღწერს, გაშლის და ადამიანებამდე მიიტანს.

ხოლო როდესაც შენს კარს „მოგზაური ბიბლიოთეკა“ მოადგება, ცხოვრებაში ახალი ამბების შემოშვება შეგიძლია და საკუთარი თავის გარეთ გამოშვებაც – მჯერა, რომ ყველაფერ მშვენიერს აუცილებლად ვუბრუნებთ ხოლმე სამყაროს უკან. არაფერია ადამიანზე მნიშვნელოვანი და იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ერთმანეთისთვის გავაკეთებთ – ახალი წიგნები იქნება, თუ უბრალოდ, ახალ ადამიანებთან საუბარი რომელიმე, ერთი შეხედვით, მოსაწყენ თემაზე. ბოლოს შეიძლება, დიდი მხიარულებაც კი დატრიალდეს – მეორე შეხვედრაზე ძალიან ვიცინეთ და ეს ჩემთვის ბედნიერი დღე იყო“.

ასეთია ლია ლიქოკელის თვალით დანახული მოგზაურობა ბიბლიოთეკასთან ერთად. ადგილობრივი და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბექა ჯოყოლაძე კი ამბობს, რომ მისთვის ეს პროექტი ნამდვილად  საინტერესო  და ინოვაციურია, რადგან ორიენტირებულია ისეთ ადგილებში მივიდეს, სადაც წიგნების თუ დისკუსიების ნაკლებობა არსებობს. ამიტომ თვლის, რომ ამ „მოგზაურმა ბიბლიოთეკამ“  გაამართლა და  ბევრი ადამიანის გაერთიანებაც მოახერხა.

„ლია ლიქოკელის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ასე ახლოს ხილვა და გაცნობა სულ სხვა გრძნობა და სიხარული იყო. მის მსგავს ადამიანებს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ.

ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმ საკითხებზე მსჯელობა, რას გულისხმობს კარგი წიგნი და რით განისაზღვრება ეს. ამ თემაზე, აუდიტორიაში, ბევრი განსხვავებული აზრი აღმოჩნდა, თუმცა, მახარებს ის ფაქტი, რომ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი წიგნები“, – ამბობს ბექა ჯოლოყაძე.

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემქმნელებს, სამომავლოდ, ბევრი გეგმა აქვთ. მოივლიან კიდევ ბევრ სოფელს, „ბუქმობილით“ მიიტანენ წიგნებს, შეხვდებიან მკითხველებს მოაწყობენ დისკუსიებს.

„ვაგრძელებთ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრებს სოფლებში, რაშიც „თეგეტა ჰოლდინგი“ გვიჭერს მხარს. რადგანაც ეს საზოგადოებრივ მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული პროექტია, ვცდილობთ „მოგზაური ბიბლიოთეკისთვის“ უფრო მდგრადი განვითარების კონცეფციების და გზების მოძიებას. ამიტომ, ჩვენც ახალ გზებს ვეძებთ და პასუხისმგებელ და მომავალზე ორიენტირებულ ბიზნეს ორგანიზაციებს ვთავაზობთ დამეგობრებას, როგორც ეს „თეგეტას“ შემთხვევაში მოხდა. ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლებიც  თვითკმარს გახდის ჩვენს პროექტს“, – ამბობს პროექტის მენეჯერი ირმა დიმიტრაძე.

„გვიხარია რომ „მოგზაური ბიბლიოთეკის“ უკვე მეორე მოგზაურობას ვუერთდებით გამორჩეულ ავტორებთან ერთად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა თეგეტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა, საინტერესო დისკუსიებში ჩავრთოთ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ფარგლებში, მათ ბევრ ავტორსა თუ მწერალთან შეხვედრის შესაძლებლობას მივცემთ“, – ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ ახალი ლოკაციებისა და საინტერესო ავტორების შერჩევას აგრძელებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ის დახმარებით კი პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თეგები: თეგეტა მოტორსილია ლიქოკელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved