• რეკლამა
  • კონტაქტი
16:13, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს!…რიგითი ჯარისკაცი ლ.მოროშკინა“ – ლალი მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
19:37 12-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,139

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამ პოსტს!
გვახსოვდეს, რომ 90-იანების სამოქალაქო ომი ტელევიზიაში შევარდნით დაიწყო, მერე კი იყო დიდი და დამღუპველი ომი!!
ვიცი, რომ ყოველი
“აქ და ახლა” დაწერილი სიტყვა იშიფრება, ისქრინება და არნახულად მრავლდება.
პირველ რიგში მადლობა მტრებსაც და მოყვარეებსაც ჩემი ტირაჟირებისთვის, რადგან როგორც კრიზის მენეჯერმა და პიარტექნოლოგმა ყველაზე კარგად ვიცი, რომ შავი პიარიც- კარგი პიარია!
დღეს 20 ახალგაზრდასთან ერთად უნდა გვქონოდა ეთერი არხზე, სადაც მე 25 წელი ვიმუშავე და ბოლო 10 წელია არ ვყოფილვარ არცერთ გადაცემაში.
ეთერი უნდა ყოფილიყო
დაბალანსებული
და მშვიდობიანი, რადგან დღეს მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დაძახებაზე 500-დე ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი ეთერში საკუთარი რწფელი ემოცია დაეფიქსირებინა, ავარჩიეთ 18 ადამიანი, როგორც ჩემი თაობის პირველარხელები, ასევე სტუდენტები,
ვინც გაესაუბრებოდა საზოგადოებას.
ასე მგონია აუცილებლად დაიბადებოდა ჭეშმარიტების მარცვალი.
შეიძლება მე ვცდები და მართალია საზმაუს ხელმძღვანელობა-
უარი ეთერზე!
მე უკან არ დამიხევია, არც ციხის ბუნტის დროს, 2012 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ადვოკატ ლალი აფციაურთან ერთად პირისპირ აღმოვჩნდი აგიზგიზებულ გლდანის ციხეში,ჩვენს უკან ჩამუხლული “რობოკოპები” ელოდებოდნენ ცეცხლის გახსნას,თუ არ მოხდებოდა აჯანყებული პატიმრების დაშოშმინება.
ჩვენ ეს შევძელით და სისხლი არ დაიღვარა.
არც შემდგომ, ციხეებში მუშაობისას არ მიორჭოფია შევსულიყავი თუ არა ჭლექიან და შიდსიან მოშიმშილეებთან მოლაპარაკებაზე , იმის შიშით, რომ რამე გადამედება ან დამიშავდება, არც უმძიმეს ფსიქოლოგიურ
მდგომარეობაში მყოფ უვადო პატიმრებისთვის დამიკლია ყურადღება.
არც ადრე, 2001წელს გალში შემშინებია ფეხით მარტო გადასვლა მინისტრის მოადგილის რანგში, გალში, ქალთა სამშვიდობო საბჭოს შესაგულიანებლად. სხვებისგან განსხვავებით არც დაცვა არასოდეს ამიყვანია და არც მძღოლი,
არც 40.000-იანი პრემია ამიღია!
არ შემშინებია მიშასი, როდესაც
2004 წელს ე.წ.საზღვარზე ვხვდებოდი კოკოითის გამოგდებულ ჯარისკაცებს ,ვარიანის სპორტულ ბაზაზე, რომლებსაც სამწუხაროდ მერე “ჩვენებივე” სასტიკად უსწორდებოდნენ.
არ შემშინებია 2008 წელს მარინა სალუქვაძესთან ერთად რუსეთის საელჩოსთან პროტესტი დამეფიქსირებინა
,მართალია 24 საათის მერე ნაცებმა ჩაგვანაცვლეს, რადგან სარფიან პიარად მიიჩნიეს და ათასი სისულელე ატარეს.(უნიტაზებით სირბილი და ა.შ.) და ბოლოს დამარცხება-გამარჯვებად იზეიმეს! არც 7 ნოემბერის, 9 აპრილის თუ 26
მაისის დარბევები ამირიდებია!!
მე ზოგადად არ მეშინია ქართველების, მე მათთან საუბარი მსურს.
ჩვენ დავაკელით კომუნიკაცია ჩვენიანებს და რეზულტატი სახეზეა. ახლაც შეიძლებოდა საუბარი სისასტიკის დაგმობაზე ორივე მხრიდან, ქვეყნის ევროპულ კურსზე, განათლების სისტემის კრახზე.
არის გამაერთიანებელი თემები!
ვიტოვებ იმედს, რომ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ აქვს აზრი.
გვახსოვდეს, რომ აწ უკვე აღმართულ ბარიკადების ორივე მხარეს ქართველები არიან.
მე ახლაც, როგორც წლების წინ დიდი იმედი მაქვს ბიძინა ივანიშვილის გამჭრიახობის, სუსის და პოლიციის ღირსეული მუშაობის და ახალი გუნდის სამშობლოს ერთგულების.
ყველაზე დიდი იმედი კი ღმერთის დ სამშობლოსი
მაქვს!
რიგითი ჯარისკაცი ლ.მოროშკინა“
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved