• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს“ – „ბასიანის“ განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:15 02-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332
„ბასიანი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.
ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ამავდროულად, ვეხმიანებით დეზინფორმაციას, თითქოს გასულ პარასკევს, 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა – აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება. მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა.
უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა BASSIANI-ის მთავარი მიზანია მისი დაფუძნების დღიდან. წლების განმავლობაში, კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
BASSIANI-ს შემუშავებული აქვს გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებპლატფორმის საშუალებით. https://bassiani.com/dark/contact/house-rules
ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.
რეალობის გათვალისწინებით, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ბუნებრივია, კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება ჩვენი მოქმედების არეალს.
ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.
საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან.“
თეგები: ბასიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved