• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაგათი ბევრი მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ბოლომდე ერთი არ მიუყვანიათ… რატომ?“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:52 09-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
494

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ოპოზიცია ცხელ შემოდგომას აანონსებს, ქუჩის აქციებით იმუქრება და ხელისუფლება ისევ იმას იძახის, რევოლუციას ამზადებს ოპოზიცია და ამერიკის საელჩოა ამაში ჩართულიო. უკვე 10 წელია რევოლუციაზე ლაპარაკობენ და ამით აშინებენ ხალხს, ახალი ვერაფერი მოიფიქრეს. მეორეც, რამდენიმე პარტია რევოლუციას ვერ  მოახდენს და  თუ რევოლუციის საფუძველია ხალხში, მას ვერ აიცილებს  ოპოზიციისა და ამერიკის ლანძღვით. ასეა?

– არ ვიცი, ჩვენი ოპოზიციის პროგნოზები, გეგმები ერთობ სათუოა. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. მგონი, ამინდის პროგნოზის ბიუროში დაიწყეს მუშაობა. რევოლუციას არ აწყობენ პარტიები. ასე არ ხდება არც რევოლუციური და არც ნორმალური პოლიტიკური პროცესი, გინდა საარჩევნო დაარქვი და რაც გინდა ის დაარქვი. ხელისუფლების პოლიტიკით ხალხში დიდი უკმაყოფილება არის, რა თქმა უნდა. ეს ყველა კვლევებში ჩანს. გაკოტრებულია  ხელისუფლება, მისი ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეთივე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ოპოზიციის ლეგიტიმაციაც.  შენი პოლიტიკა წარმატებული რომ იყოს, მიზნამდე რომ მიგიყვანოს, შენ გჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ეს არის აქსიომა პოლიტიკაში. ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ ხელისუფლებაა ცუდი. თვითონ რა მდგომარეობა აქვთ ხალხთან კომუნიკაციაში, ამაზე არაფერს ამბობენ. ოპოზიციას ხალხთან ხიდი აქვს ჩაკეტილი. კი, ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ იგივე ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიციაც ცუდია. ოპოზიცია  არაფერს აკეთებს, რომ ხალხში დაკარგული ნდობა დაიბრუნოს და ვინც ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ეს ნდობა მოიპოვოს. ამ მიმართულებად ნაბიჯებს არ დგამენ. ვირტუალურ პარტიებად იქცნენ, ხალხთან კონტაქტი გაწყვიტეს. გამოვლენ ტელევიზიით, დაიმუქრებიან. მაგათი ბევრი მუქარა მოვისმინეთ, მაგრამ ბოლომდე ერთი არ მიუყვანიათ. რატომ? იმიტომ რომ ხალხის ნდობა არ გააჩნიათ. დღევანდელი ოპოზიციური ელიტა ვერ ახერხებს იმ უკმაყოფილებისა და პროტესტის კაპიტალიზაციას, რაც ხალხში მართლა არსებობს. ხალხი ფიქრობს, არც ხელისუფლება ვარგა, მაგრამ არც ოპოზიციას გავყვები – ეს არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობით კარგად ჩანს. ოპოზიციას უკვირს, რატომ ხდება ასე, რატომ არ აძლევს ხალხი ხმას. იმიტომ, რომ კომპრომეტირებულია ოპოზიცია. უნდა ადგნენ, მართლა რკინის ქალამნები ჩაიცვან, გავიდნენ ხალხში და მისი ნდობა დაიბრუნონ – უნდა დაარწმუნონ ხალხი, რომ  შეუძლიათ  უკეთესად მართონ  ეს ქვეყანა, მოკლე დროში და ეფექტურად გადაწყვეტენ  მათ პრობლემებს, ვიდრე ამას ხელისუფლება ჰპირდება და თან ატყუებენ. ამისთვის ოპოზიცია არაფერს აკეთებს და მერე ხალხზე ბრაზობენ, ხმას რატომ არ გვაძლევენო. მე თუ მკითხავთ, იმ ხმებს, რასაც არჩევნებში იღებს ოპოზიცია, ხალხი რატომ აძლევს, ესეც გასაკვირია. ტელევიზორში ლაპარაკი და დაპირებები, იცოცხლეთ, კარგი იციან. აი, ეს დაპირებები როგორ უნდა შეასრულონ, ამის გეგმა არ გააჩნიათ. ეს დაპირებები კი უკვე ყელში ამოუვიდა ხალხს. მერე, დააანონსებენ გრანდიოზულ აქციებს, ხალხს შეაგულიანებენ და ბოლოს, არც ეს აქციები ეწყობა. უწყვეტ აქციებს ვგულისხმობ, თორემ რამდენიმეს კი აწყობენ. მიზეზი რა არის? ზაფხულში ცხელა და დასასვენებლად მიდის მთელი პოლიტიკური ელიტა. არადა, დარწმუნებული ვარ, ხალხის უმეტესობა, უსახსრობის გამო,  ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ვერ მიდიან დასასვენებლად.  შემოდგომით წვიმებია, ზამთარში ცივა და მერე, მთელი თვე, ორი შობისა და ორი ახალი წლის აღნიშვნას მიაქვს, გაზაფხულზეც წვიმები იცის და ასე, გადააქვთ და გადმოაქვთ ეს „მრისხანე აქციები“ და გავიდა ამასობაში 10 წელი, რაც ამ ხელისუფლების მოშორებით იმუქრებიან. ეს არის მთელი ოპოზიციის მოქმედებები თუ უმოქმედობა. ხალხია ძალაუფლების წყარო და ძალაუფლების წყაროსთან თუ არ მიხვედი, მისი მხარდაჭერა თუ არ გაქვს, ისე როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება? თქვენ გინახავთ ხალხში გასული ოპოზიცია? არა, არ გადიან, მარტო წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოუვლიან და სულ ეს არის. მერე ამბობენ, გავედით ხალხში, მოვიდა ხალხი ჩვენთან შეხვედრაზე და პროვოკაცია მოგვიწყო ხელისუფლებამ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებმა ხალხთან  შეხვედრა ჩაგვიშალეს. კი, მაგრამ 2012 წელს ჩვენ არ გვიწყობდნენ პროვოკაციებს? ქვებს გვესროდნენ, ხელკეტებით გვიმართავდნენ ბრძოლას და არაერთი ასეთი ფაქტი მოხდა. ეგრეა, აბა, როგორ გინდა? პოლიტიკაში უნდა გადალახო ეს ყველაფერი, წინააღმდეგობის გარეშე ვინ ჩაგაბარებს ძალაუფლებას? არც არავინ.

– ოპოზიცია ხშირად ახსენებს „ქართულ ოცნებას“,  რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ხართ, რადგან ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  55% არჩევნებზე არ მოდის, ამომრჩეველთა უმცირესობით არჩეულები ხართო. იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ის 55% არც ოპოზიციას უჭერს  მხარს, სახლში ზის და თქვენი თქმისა არ  იყოს, ჩვენ ოპოზიციაც არალეგიტიმური გვყავს. ამ ყველაფრით ხომ ისევ ხელსუფლება სარგებლობს?

– კი, ასეა და სულ ხელის გაშვერაზე არიან. სხვა რომ ცუდია, მარტო იმას ამბობენ და თავად რომ არ ვარგანან, იმას არ ამბობენ. ოპოზიციის ლიდერებს  რა ლოგიკა აქვთ, იცით? თუ ხელისუფლება ცუდია, მაშინ ჩვენ კარგები ვართო. არ არის ასე. სხვისი სიცუდიდან შენი სიკარგე არანაირად არ გამომდინარეობს. ხალხი ასეც ფიქრობს- ერთმანეთზე უარესები არიან, არც მინდა ეს ხელისუფლება, მაგრამ არც ეს ოპოზიცია მინდა, რადგან მასზე უკეთესი არაფრით არისო. მართალია ხალხი. რა აზრი აქვს ცვლილებას, თუ ისიც იგივეა, როგორიც ეს? ბოლოს ამით ხელისუფლება სარგებლობს, ბუნებრივია.

– ამომრჩეველთა 55% რომ ვახსენე, მათ უდიდეს ნაწილს სოციალური პრობლემები აწუხებს და არა მარტო მათ. ოპოზიცია კი ათასში ერთხელ თუ ლაპარაკობს ამ საკითხებზე. ვერ ხედავენ, რა მძიმე დღეშია ხალხი? რატომ იქცა არამოდური სოციალური თემატიკა ქართული ოპოზიციისთვის  და ამ, მთავარ საკითხზე რატომ არ ელაპარაკებიან ხალხს?

– კი, სოციალური საკითხებით ოპოზიცია კამპანიურად ინტერესდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ისედაც ამაზე  ლაპარაკობს, მედიისა და სოც-ქსელის მთავარი თემაა. მაგ დროს, ეტყობა, გვერდს ვეღარ უვლიან და იძულებულნი ხდებიან, სოციალური თემატიკა წამოსწიონ, ფიქრობენ, რომ ტელესტუდიებში მაინც გააპროტესტონ ხალხის ეს უმძიმესი ყოფა. რაც ყველაზე მთავარია, არ მიდიან ხალხთან და მათ გასაჭირზე არ ელაპარაკებიან. ჰგონიათ, რომ  ვიღაცამ უნდა წაართვას „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება და ამათ ჩააბაროს. პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან. მარტო იმაზე ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლება ცუდია. ხალხი პასუხობს, გავიგეთ, რომ ხელისუფლება ცუდია.შენ ის მითხარი, შენ რატომ ხარ კარგი. ამაზე არ და ვერ ელაპარაკებიან.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

14:49 06-23-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved