„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:
„ყველა, ვინც მიშას (მისივე დაკვეთით) არწმუნებდა, შენ ჩამოდი და ხალხი მხარს დაგიჭერსო, მაგ ყველამ ზუსტად იცოდა, რომ 2019 წელს ხალხი გარეთ იდგა და მიშას სახელის ხსენებაზე იშლებოდა.
აბსოლუტურად ყველამ იცოდა, რომ ყველაზე შედეგიანი ქუჩის პროცესი ის იყო, სადაც მიშა არ ფიგურირებდა.
ყველამ, ვინც მიშას არწმუნებდა, შენ ჩამოდი და ხალხი გადაგარჩენსო – ყველამ იცოდა რომ ხალხს, რომელიც გარეთ იდგა, მიშას გაგონება არ უნდოდა (ვისაც უნდოდა, ის აქციას არ ყოფნიდა).
მე საერთოდ არ ვაფასებ იმას, ეს სამართლიანი იყო, თუ უსამართლო.
არ შევდივარ ამის შეფასებაში.
რეალობას აღვწერ მხოლოდ.
რეალობა იყო ისეთი, როგორიც იყო.
თითქმის არავინ გაიაზრა ეს – ყველას თავის ქილა ერბოზე ეფიქრებოდა!
გამონაკლისები, ვინც ამას ვამტკიცებდით არტიკულირებულად, შურიანებად და გიჟებად ვირაცხებოდით, ვიბლოკებოდით.
(მახსოვს რა გამომეტყველებით მიყურებდნენ, როცა ვამბობდი რომ მიშას ჩამოსვლა ხალხს ქუჩაში არ გამოიყვანს – ყველა სახე მახსოვს. ვასაბუთებდით 2019 წლის პროტესტით, კვლევებით – და არ შესდიოდათ თავში).
თითქოს 4 წლისები იყვნენ და ეუბნები, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს.
ამ ხალხს აღარაფერი, საერთოდ აღარაფერი არ უნდა ვანდოთ, ვისაც ჭკუა და პატიოსნება გვაქვს.“
კომენტარები