ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ reuters-ი იტყობინება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაშავდა საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა.
„წერილი, რომელიც ჩვეულებრივი ფოსტით ჩამოვიდა და არ იყო დასკანერებული, გახსნისას აფეთქდა და თანამშრომელს მცირე ჭრილობა მიაყენა მარჯვენა ხელზე“, – აცხადებს ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი მერსედეს გონსალესი.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საზღვარგარეთ უკრაინის ყველა საელჩოს დაუყოვნებლივ უსაფრთხოების გაძლიერების ბრძანება გასცა.
კომენტარები