ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, კობა ხაბაზისთვის, ე.წ. “დონეცკის რესპუბლიკის” მიერ, დაუსწრებლად, 13–წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება და წერს:
“კიდევ ერთი აღიარება-რუსებმა კობა ხაბაზს, დაუსწრებლად 13 წელი მიუსაჯეს.
ეს ნიშნავს, რომ ორკებმა სათანადოდ შეაფასეს კობას ღვაწლი ორკების ჟუჟვაში.მადლობა შენ, ჩემო ძმაო ღირსეული და თავდადებული ბრძოლისთვის!მადლობა რუსების გამწარებისთვის!მადლობა, რომ ყველა ღირსეულ მებრძოლთან ერთად იცავდი და იცავ უკრაინასა და საქართველოს!ერთს ვშიშობ მხოლოდ-ერთ მშვენიერ დღეს, ქოცნაძირლებმა დიდი ალბათობით შეიძლება დაიწყონ ქართველი მებრძოლების გადაცემა რუსებისთვის.
დიდება უკრაინას!დიდება საქართველოს!დიდება ქართველ და სხვა ეროვნების მებრძოლებს!“
ცნობისთვის, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” უზენაესმა სასამართლომ 58 წლის საქართველოს მოქალაქე კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით.
კობა ხაბაზმა, განაცხადა:
“დიახ, მე უნდა მისჯიდეს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა სასჯელს. დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. დიახ მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა და ყოველთვის ვიბრძოლებ, იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს უკრაინა. ეს არის ჩემთვის საამაყო, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს, ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ძმები რომელაშვილების წინაშე, ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ”.
















კომენტარები