ლუვრის ძარცვის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ ორ ეჭვმიტანილს წაუყენეს, მათ შორის ერთი ქალია. პარიზის პროკურატურის ცნობით, ორივე მათგანი ძარცვასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათთან ერთად დაკავებული 3 ეჭვმიტანილი კი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
ამ დროისთვის, პატიმრობაში 4 ეჭვმიტანილი იმყოფება. მათ ყველაზე ხმაურიან ძარცვაში ედებათ ბრალი, რომლის დროსაც 102 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.














კომენტარები