რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი ფრონტზე წარუმატებლობის გამო დააკავა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.
„ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შს მინისტრის დაკავებამ უშიშროების ძალებისა და რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია“, – აცხადებენ დაზვერვაში. დაზვერვის ცნობით, კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ასევე, უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, კორნეტის გათავისუფლებას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი ცდილობს.
კომენტარები