,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,მე მაინც მგონია, რომ მთავარი ეზოთერული სიბრძნე ამ ტექსტშია და ქოცების გადაგდების გამოსავალიცაა კოდირებული. აბა ოპოზიცია რისი მაქნისია საერთოდ? რა უკეთესი არჩევნების მოთხოვნა, ვინ მოგვცემს?! ამიტომ, რაცაა იმას უნდა დავთანხმდეთ (თან დღეიდან უნდა ვიძახოთ ეს, აუცილებლად, მაინც რამე რომ არ შეცვალოს ბიძინამ, შემთხვევით) და ლოცვა გავაძლიეროთ. ეს ლოცვა. ტყუილად ხომ არ წერს ეს კაცი ყველა სტატუსის ქვეშ?! უჭველი იქნება ამაში რაღაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოსაგლეჯი.
მოგზაური / Voyager
ლოცვა
ყველგან გეძებდი, ბევრი ვიარე,
შემოვიარე ბნელში სამყარო,
შენც დამეძებდი, ცოცხალი ღმერთი,
და დამიძახე, მკითხე: სად ხარო?
თურმე, ჩემ გულში ჯვარზე გაკრულის
სისხლი სახეზე დამედინება.
ჩემთვის მოსულო, ჩემთვის ვნებულო,
შენ ჯვართან ვდგავარ და მეტირება.
აღარ ვიტირებ, აღარც ვიფიქრებ,
ვიცოცხლებ მხოლოდ შენი ფიქრებით.
გულში მქონია ჩვენი სამოთხე,
სადაც შენს მსგავსად მეც განვიღმრთები.
28.03.2026“











კომენტარები