• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლოქდაუნის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სესხი არ გადაუვადდებათ – საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი

ალია ავტორი - ალია
13:56 11-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის, ალეკო ძნელაძის განცხადებით, ლოქდაუნის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სესხი არ გადაუვადდებათ.

როგორც საბანკო ასოციაცის ხელმძღვანელი გამოცემა BMG-სთან აცხედებს, იმ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ მეორე „ლოქდაუნის“ გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება სესხების გადავადება“.

ასევე, ძნელაძემ მთავრობის მიერ დაანონსებულ შეღავათების საკითხბზე საუბრისას განმარტა, რომ საბანკო სექტორი რესტრუქტურიზაციისთვის მზადაა და ახლა მსესხებლების ერთიან სიას ელის.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი რეალურად ივნისიდან დაიწყო, უბრალოდ ახლა დამატებით გამოჩნდება ის კომპანიები, რომლებსაც კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში აღნიშნული შეზღუდვები შეეხოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები და ბიზნესები დროულად დარეგისტრირდნენ იმ სახელმწიფო სიებში, რომლებიც სოციალურ პაკეტებს ითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სესხებზე არ მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია, მაგრამ აღნიშნულ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ ამ ლოქდაუნის გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება გადავადება, ეს არის რეალურად რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ალეკო ძნელაძემ.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულობისთვის, მსესხებელმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს ბანკს რესტრუქტურიზაციის შესახებ და აუცილებელია, მთავრობის სიაში უკვე დარეგისტრირებული იყოს.

„ჯერ მთავრობის სიებში რეგისტრაცია დასრულებული არ არის, მაგრამ მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ სიაში უკვე იქნებიან დარეგისტრირებული, მათთვის უფრო მარტივი იქნება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პროცედურის გავლა. აღნიშნული სიების ფორმირება 24 დეკემბრამდე დასრულდება, სიების ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ასეთი მსესხებლების შესახებ ცნობილი არ გახდეს ზუსტად 24 დეკემბერს და მიმდინარე რეგისტრაციის დროს დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და ვინც დარეგისტრირდება, მათთვის არათუ წლის ბოლოს მოხდეს რესტრუქტურიზაცია, არამედ – თანმიმდევრულად“, – განაცხადა ძნელაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებისას ხელისუფლებაში განიმარტა, რომ მიმდინარეობს ბანკებთან მოლაპარაკებები და მათთვის, ვინც მეორე ე.წ. „ლოქდაუნის“ დროს, შეზღუდვების გამო უსამსახუროდ დარჩა, მთავრობის მხრიდან საბანკო სექტორთან შუამდგომლობა იგეგმება.

ამასთან, შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებული ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს. ამასთან ისინი მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved