ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, ლონდონში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს.
პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშის დროს, რომელშიც 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცავებმა დაკავებები მას შემდეგ დაიწყეს, რაც მონაწილეთა დაახლოებით 150 – კაციანმა ჯგუფმა ფეიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. დაკავების დროს მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
პალესტინის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა ნაწილმა, ასევე, გაიარა ლონდონში აშშ-ის საელჩოს წინ. მსგავსი აქციები გაიმართა ბრიუსელშიც, სადაც ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში გამართულ აქციაზე მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ყველა დანაშაულს კანონის სრული ძალით უნდა გაეცეს პასუხი.
კომენტარები