• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლისი-ნაფეტვრები-მუხათწყაროს გზის გარკვეულ ფერდებზე ეროზიული პროცესები გამოვლინდა

ალია ავტორი - ალია
13:20 03-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, დასრულების ეტაპზეა.

სამუშაოების პროცესში, საინჟინრო ჯგუფმა გზის მიმდებარე ფერდობზე გამოავლინა გარკვეული ეროზიული პროცესები. მიწის ეროზიული ადგილები დაუყოვნებლივ შეისწავლეს შესაბამისმა სპეციალისტებმა, გზაზე კი განთავსდა აუცილებელი უსაფრთხოების პარაპეტები და საგზაო ნიშნები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, სამუშაოების მწარმოებელი და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია დარგის სპეციალისტებთან ერთად აწარმოებენ დაზიანებული უბნების მუდმივ მონიტორინგს. მონიტორინგის დასრულებისთანავე, სამშენებლო კომპანია გაწმენდს ტერიტორია მიწის ნაშალისგან.

„მინდა გითხრათ, რომ შემხებლობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ ეროზიებთან არ აქვს. თუმცა, ცხადია, გზაზე გავლენას ახდენს, შესაბამისად, როგორც კი ჩვენ ეს პროცესი შევნიშნეთ, უსაფრთხოების მიზნით, გზაზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები და შემოიფარგლა ეროზიული ადგილები. ახლა მიმდინარეობს დაკვირვება ამ პროცესებზე, შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ღონისძიებით და რა ჩარევით მოხდეს ამ პროცესების ლიკვიდაცია.“ – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე დასრულდა 21 კოლომეტრიანი გზის საფარის დაგება და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ლარია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved