• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები დაცურავენ. თავდაცვის მინისტრიც ლიფსიტაა, არსაიდან მოსული“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:13 09-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,144

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გურიაში ვიღაც დააკავესო, 400 ათასი ლარი მიითვისაო. ესაა კამპანია, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, ანუ თვალში ნაცრის შეყრა. ასეთია ავტორიტარული რეჟიმების ბუნება. ლიფსიტებს იჭერენ, ღლავები დაცურავენ. თავდაცვის მინისტრიც ლიფსიტაა, არსაიდან მოსული, საჩვენებლად გადმოგდებული. თვეში ერთხელ ვიღაცას გადმოაგდებენ წვრილფეხობიდან, საინფორმაციო სივრცის შესავსებად. ტყუილად ელოდებიან გულუბრყვილოები მყვირალა სახეებს. მსგავსი კამპანიის მიზანია სანახოება მოუწყოს მასებს და შიში დათესოს თავისიანებში და განიმტკიცოს მოძალადე მმართველმა ძალაუფლება.
ასე იყო ყველგან და ასე არის აქაც. ნაცადი ხერხია.“
შეგახსენებთ, სუს-ის წამომადგენელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა:

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა, სადაც ასახულია რა შედეგები მოჰყვება მსგავსი დანაშაულების ჩადენას, რაც არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ვინმეს ეპატიოს.

შესაბამისად, ხსენებულ და სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება დანაშაულებში თანამონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და კორუფციული ფაქტების პრევენციის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლინებას მომავალ პერიოდში ექნება შეუქცევადი ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved