ლიონში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმის ფაქტზე 40 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
როგორც „ლე პარიზიენი“ იტყობინება, დაკავებული გიორგი პ. დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ მღვდელს ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლა.
შემთხვევა 31 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ლიონში მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბერძნული წარმომავლობის მღვდელი ეკლესიას ხურავდა, როდესაც თავდამსხმელი მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები