ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია, რომელიც ზაჰესის იზოლატორთან იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
,,ლილუაშვილი უკვე მოიყვანეს ზაჰესის იზოლატორში, თუმცა იზოლატორთან არც ერთი მისი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი არ მოსულა. არ მოუტანიათ არაფერი, რაც პატიმარს სჭირდება: საჭმელი, სიგარეტი, წყალი, მოკლედ, არაფერი. არადა, ცოტა ხნის წინ რამდენი დაიბრალებდა მასთან მეგობრობას. ახლა მახსენდება აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების იზოლატორებში შესახლების პროცედურები, მეგობრებს კი არა, სრულიად უცხო ხალხს ნახავდით აქ, ყველაფრით ხელში რაც მათ დაკავებულ თანამებრძოლს ესაჭიროება.“














კომენტარები