• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლილუაშვილი თანამდებობიდან წასასვლელად არის გამზადებული, მის შემცვლელად გომელაურს მოიაზრებენ, გომელაურის ადგილზე – ანზორ ჩუბინიძეს, ჩუბინიძის ადგილზე კი… “

ალია ავტორი - ალია
19:18 10-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,672

ანი დვალიშვილი

მიხეილ სააკაშვილი ალბათ ერთადერთია საქართველოს ისტორიაში, ვისაც მუზეუმი სიცოცხლეშივე გაუხსნეს. კი დაარქვეს პრეზიდენტის მისაღები, მაგრამ იქ გამოფენილი ნივთებით თუ ვიმსჯელებთ, მიშას მუზეუმი უფროა და მისი მრევლიც იქ ისე დადის და მის ნივთებს ისე უყურებს, თითქოს წმინდანი იყოს. ჰო, გვაქვს ეს ქართველებს, გაკერპება ვიცით პიროვნებების და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თუ „ზვიადი, ზვიადის“ ვყვიროდით, მერე იყო დაჩოქება შევარდნაძის წინაშე, მერე „მიშა, მიშას“ ძახილი, რომელიც „ბიძინა, ბიძინამ“ ჩაანაცვლა, მაგრამ… დღესაც არიან ზვიადისტებიც, შევარდნაძის მხარდამჭერებიც, მიშას მომხრეებიც… ერთადერთი პრეზიდენტი, ვისი სახელიც არ უყვირიათ, ალბათ გიორგი მარგველაშვილია… სალომე „ოცნების“ აქტივს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აყვირებს… ჰოდა, ახლა თავად სალომეს ჯერია.

რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ? „ქართული ოცნება“ აუცილებლად დააყენებს კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, მაგრამ საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს და ვერ გაიტანს. ოპოზიციის შიში კი იმის ბრალია, რომ „ოცნების“ ლიდერები კულუარებში „კაიფობენ“, 100 ხმა მოგროვებული გვაქვსო, რამაც ოპოზიციაში დიდი არეულობა გამოიწვია, ისინი ერთმანეთს არ ენდობიან და ვიღაცას სულმა რომ არ წასძლიოს, კენჭისყრის დროს, დარბაზში ყოფნასაც კი უკრძალავენ კოლეგებს. ზოგადად, ბოლო დროს, „ოცნების“ არაერთი ლიდერი ოპოზიციას „ეკაიფება“, თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადება გავიხსენოთ, როცა განაცხადა, კანონს ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გადავუგზავნითო და ხმაური რომ ატყდა, ვიხუმრეო, რომ თქვა. ისე, ეს ჩვენი უბედურება უფროა, კანონმდებლები ქვეყნის უზენაეს კანონს, კონსტიტუციას რომ არ იცნობენ და წარმოდგენა არ აქვთ, შიგნით რა წერია. დავიფიცებთ კიდეც, რომ დეპუტატთა უმრავლესობას, კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, კარგად იციან, როგორ მოაგებინონ ახლობლებს ტენდერები, როგორ გააკეთონ „ატკატები“ და როგორ ჩამოიტანონ იტალიური მარმარილო ისე, რომ განბაჟების ფული არ გადაიხადონ. ჰო, ეს გადასარევად იციან, მაგრამ ჩვენ რა ამით?!

სანამ ხელისუფლება იმის მტკიცებაში იყო, დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნას გვაიძულებსო, მეორე ფრონტი კი არა, ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ჰამასმა ისრაელს შავი დღე გაუთენა და ახლა, რაც დათესა, იმას იმკის. იორდანიის მოსახლეობამ ისრაელს ჯიჰადი უკვე გამოუცხადა, ირანის მმართველობა გაიძახის, მთელმა მუსულმანურმა სამყარომ უნდა გამოუცხადოს ებრაელებს ჯიჰადი და თუ ასე მოხდება (რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არსებობს), მესამე მსოფლიო ომი აუცილებლად დაიწყება. კვლავ საქმეშია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც იარაღით ჯერ უკრაინას ამარაგებდა, ახლა ისრაელს ამარაგებს და არც არაფერზე სწუხს, რადგან მესამე მსოფლიო ომი კი არა, ოთხი წელი მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი და ამერიკის კონტინენტზე ტყვია არ გავარდნილა. ერთი, იაპონიამ სცადა შტატების შეწუხება, როცა პერლ ჰარბორი დაუბომბა, სანაცვლოდ კი იმავე ამერიკელებისგან ორი ატომური ბომბი მიიღო. შესაბამისად, არ გვეგულება მსოფლიოში სახელმწიფო, ამერიკელებს მათსავე ტერიტორიაზე შეუტიოს და ამიტომ, შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის მიერვე წარმოებული იარაღით, სხვა ქვეყნებმა იომონ, დასუსტდნენ და შემდეგ სწორედ ამერიკაზე გახდნენ დამოკიდებული.

ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის გარდა, საჭიდაო 2024 წლის ბიუჯეტიც იქნება. ის ბიუჯეტი, რომელიც მოლოდინისამებრ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანუ არჩევნებზეა მორგებული. ძალიან კარგია, როცა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მაგრამ ზედ წინასაარჩევნოდ რომ ისვრიან ხოლმე კოლოსალურ თანხებს, ეგ არის ცუდი. ისიც ცუდია, ახლა მორჩენილი ფულით, მუნიციპალიტეტები დაწყებული საქმის მიფუჩეჩებას რომ აპირებენ, აქაოდა, გაისად მაინც ახლიდან უნდა გავაკეთოთო. ჰოდა, მიდის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში გზების „დალატკვა“, ხეების გადაბელვა, სკვერებში დაზიანებული სკამების ვითომ შეკეთება და ვითომ იმიტომ, რომ ახალ ბიუჯეტში იმავე სკვერების სრული რეაბილიტაციაა გაწერილი.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჯიბეში უდევს. მეტიც, მათ უკვე რამდენიმე ტრენინგი გამართეს იმისთვის, რათა კომისიის წევრებს და თავმჯდომარეებს, სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, როგორ მუშაობს ხმის ელექტრონული მიცემის აპარატები, როგორ ითვლიან ხმებს და რაც მთავარია, შესაძლებელია თუ არა, ერთხელ ამობეჭდილი ოქმის მეორედ ამობეჭდვა და მეორედ ამობეჭდილ ოქმში არის თუ არა შესაძლებელი, მონაცემების შეცვლა. მარტივად გეტყვით – შესაძლებელია და ეს იცის როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ და მაინც რატომ გვიხარია, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, ვინ მოხვდება „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში, რადგან სიტუაცია იმდენად არის არეული და დაძაბული, რომ ჯერჯერობით ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. რა თქმა უნდა, სიას საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილი გაფილტრავს, მაგრამ გაფილტვრამდე მას ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი შეადგენენ. ამბობენ, რომ სიაში თავისი ხალხი უნდა ჩაესვა სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს (3-4 კაცი), მაგრამ ლილუაშვილი თანამდებობიდან წასასვლელად არის გამზადებული (გაზაფხულზე თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება) და ამიტომ, თავისი ხალხის ჩასმას მისი შემცვლელი შეეცდება. შემცვლელად კი… ვახტანგ გომელაურს მოიაზრებენ, რომელსაც 2024 წლის არჩევნების ჩატარება მოუწევს, გომელაურის ადგილზე – ანზორ ჩუბინიძეს, ჩუბინიძის ადგილზე კი… როგორც გვეუბნებიან, ამ თანამდებობას, ლილუაშვილის მოქმედი მოადგილეებიდან ერთ-ერთი დაიკავებს და ვნახოთ.

როგორც იქნა, ამერიკამ ახალი ელჩი გვაღირსა და რობინ დანიგანმა სალომე ზურბაიშვილს რწმუნების სიგელი გადასცა. ახლა, ოპოზიცია სანაძლეოს ჩამოდის, რამდენ ხანში დაუძაბავს ურთიერთობას მმართველი გუნდი ახალ ელჩს, მაგრამ დანიგანს ჯერჯერობით პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. ალბათ, სხვა ელჩების დარად, ისიც ჯერ ქართულ სამზარეულოს ეცნობა, რადგან ჟურნალისტების წინაშე წარდგენისას თავი არ შეირცხვინოს და ხინკალზე და ხაჭაპურზაე ისაუბროს. არ გეგონოთ, ვხუმრობდეთ – აწ განსვენებულ ჯონ მაკკეინს რომ ჰკთიხეს, საქართველოში ყველაზე მეტად რა გიზიდავთო, ასე თქვა, ხინკალი და ხაჭაპურიო. ჰო, მან ისიც თქვა ერთხელ, სულ არ ვაპირებდი საქართველოში ჩასვლას, უბრალოდ გზიდან სწორედ საკვების გამო გადავუხვიეთო. ვერ გეტყვით, როდის დადგება ის დრო, როცა ამ რანგის პოლიტიკოსები საქართველოში ყოფნის დროს თუ აქედან წასვლის შემდეგ, საკვების ნაცვლად ხალხზე იფიქრებენ, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved